დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 286 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018673 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №286
2015 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2015 წელს შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 65 ერთეულით.
2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შტატგარეშე მომუშავეებიდან:
ა) 30 (ოცდაათი) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს სსიპ - ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის საკუთარი შემოსავლებიდან;
ბ) 15 (თხუთმეტი) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ - ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის ქვეპროგრამით - „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების განახლება“ გამოყოფილი ასიგნებებიდან;
გ) 20 (ოცი) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს ავსტრიის განვითარების ფონდის პროექტით – „კლიმატის ცვლასთან ადაპტირებული მდგრადი სატყეო მეურნეობის დაგეგმარება“გამოყოფილი დაფინანსებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები