„2015 წელს ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 282
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018666
  • Word
282
19/02/2015
ვებგვერდი, 26/02/2015
000000000.00.003.018666
„2015 წელს ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №282

2015 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

„2015 წელს ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „2015 წელს ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2173 განკარგულებაშიშეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების დანართის:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ილია ბეგიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე;

ლევან რაზმაძე – სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი ბარაბაძე − სსიპ − კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;

დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

დავით ხუციშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

კახა ოქროჯანაშვილი − საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

ალექსანდრე ტაბატაძე –საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი კოტრიკაძე – ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი.“.

2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ექვსი წევრისა.“.

პრემიერ-მინისტრი                                                    ირაკლი ღარიბაშვილი