პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნისა და „პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის №2012 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

  • Word
პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნისა და „პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის №2012 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 279
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018658
  • Word
279
18/02/2015
ვებგვერდი, 26/02/2015
000000000.00.003.018658
პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნისა და „პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის №2012 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2 79

2015 წლის 1 8 თებერვალი

ქ. თბილისი

პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნისა და „ პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის 2012 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, ,,პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის №203 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე :

1. პროფესიული განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერის მიზნით, დამტკიცდეს პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭო (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ა) თამარ სანიკიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს მთავრობის მხარე:

ბ.ა) ქეთევან ნატრიაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე;

ბ.ბ) დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე;

ბ.გ) დავით ლომიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

ბ.დ) რატი ბრეგაძე - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინი ტრის მოადგილე;

ბ.ე) თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

ბ.ვ) დავით გალეგაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;

გ) დამსაქმებელთა ასოციაციები /გაერთია­ნებების მხარეები:

გ.ა) ელგუჯა მელაძე - ა(ა)იპ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი;

გ.ბ) მაია ჩიხლაძე - ა(ა)იპ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ქალ მეწარმეთა ასოციაციის გამგეობის წევრი ;

გ.გ) ნუგზარ მაღულარია - სს „გ უდვილის“ სატრენინგო ცენტრის დირექტორი ;

გ.დ) მიხეილ ჭელიძე - ა(ა)იპ - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი;

გ.ე) შალვა ალავერდაშვილი - ა(ა)იპ - საქართველოს სასტუმრო და სარესტორნო ფედერაცია;

გ.ვ) არჩილ ბაკურაძე - ა(ა)იპ - საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაცია;

დ) დასაქმებულთა პროფესიული კავშირების მხარე:

დ.ა) ირაკლი პეტრიაშვილი - ა(ა)იპ - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე;

დ.ბ) ილია ვერძაძე - ა(ა)იპ - საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე;

დ.გ) თამაზ დოლაბერიძე - ა(ა)იპ - საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი;

დ.დ) ლავრენტი ალანია - ა(ა)იპ - საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი;

დ.ე) ამირან ზენაიშვილი - ა(ა)იპ - საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე;

დ.ვ) გოჩა ალექსანდრია - ა(ა)იპ - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე;

ე) სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხარე:

ე.ა) ირინე ინასარიძე - ა(ა)იპ - ასოციაცია „ანიკას“ დირექტორი;

ე.ბ) სერგო თურმანიძე - ა(ა)იპ - ასოციაციების მართვის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;

ე.გ) ნინო ზამბახიძე - ა(ა)იპ - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე;

ე.დ) თემურ ყანდაშვილი - ა(ა)იპ - კავშირი „განათლება და კეთილდღეობის“ გამგეობის თავმჯდომარე (კოალიცია განათლება ყველასათვის გამგეობის წევრი);

ე.ე) თინათინ რუხაძე - ა(ა)იპ - ქალთა ბიზნეს ასოციაცია ვიმენ ფორ თუმოროუ გამგეობის თავმჯდომარე;

ე.ვ) ალექსანდრე ეჯიბაძე - ა(ა)იპ - საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის №2012 განკარგულება.

პრემიერ-მინისტრი                                                        ირაკლი ღარიბაშვილი