„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 26/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 05/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.016180
2-51
26/02/2015
ვებგვერდი, 27/02/2015
040030000.22.032.016180
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-51

2015 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ :

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებით (სსმ III, 14.06.06, №80, მუხ. 1045) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

 1. მე-2 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მცენარეული მასალის საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა“.

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება“.

2. მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლაბორატორიის უფლებამოსილებები და ფუნქციები“

ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„ა) მონაწილეობა მიიღოს ვეტერინარული დიაგნოსტიკის, ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის, კონტროლქვემდებარე პროდუქტებისა და ნედლეულის, უალკოჰოლო სასმელების, ცხოველთა საკვებისა და სასმელი წყლის საკვებად ვარგისიანობის, უსაფრთხოებისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის, ლაბორატორიული კვლევების კრიტერიუმების შემუშავებასა და განხორციელებაში“.

გ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ლაბორატორიის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები

1. ლაბორატორია მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.

2. სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, იურიდიული, ხარისხის კონტროლის და ბიოუსაფრთხოების საკითხების მოწესრიგების მიზნით ჰყავს იურისტი, ხარისხის მენეჯერი და ბიოუსაფრთხოების ოფიცერი.

3. ლაბორატორიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ნიმუშების რეგისტრაციის და სტატისტიკური დამუშავების განყოფილება;

ბ) ადმინისტრაციული სამსახური;

გ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;

დ) ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ე) სურსათის კვლევის დეპარტამენტი;

ვ) მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი;

ზ) ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი.

4. ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ქუთაისის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია;

ბ) ახალციხის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია;

გ) გურჯაანის ლაბორატორია;

დ) დუშეთის ლაბორატორია;

ე) მარნეულის ლაბორატორია;

ვ) გორის ლაბორატორია;

ზ) ამბროლაურის ლაბორატორია;

თ) ზუგდიდის ლაბორატორია;

ი) ოზურგეთის ლაბორატორია;

კ) ბათუმის ლაბორატორია.“

5. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ლაბორატორიის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ლაბორატორიის საქმიანობას;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს ლაბორატორიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) ორგანიზაციას უწევს და ხელმძღვანელობს ლაბორატორიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლაბორატორიის თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) სტრუქტურულ ერთეულებსა და თანამშრომლებს შორის ანაწილებს უფლება-მოვალეობებს;

ვ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციაში არსებული საკითხების დელეგირება ლაბორატორიის სხვა თანამშრომელზე;

ზ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს და წარუდგენს წინადადებებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლაბორატორიის დებულებაში და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

თ) სხვადასხვა საკითხთა რეგულირების მიზნით ქმნის კომისიებს ან/და სამუშაო ჯგუფებს;

ი) წარმოადგენს ლაბორატორიას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს ლაბორატორიისთვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;

ლ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

მ) წყვეტს თანამშრომელთათვის სახელფასო დანამატების გაცემის საკითხს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით;

ნ)  კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს“.

6. დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„61. სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციები

1. ლაბორატორიის იურისტის ფუნქციებია:

ა) ლაბორატორიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ლაბორატორიის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ლაბორატორიის ინტერესების სამართლებრივი დაცვა;

ბ) იმ ხელშეკრულებათა შედგენა ან/და მათ შედგენაში მონაწილეობის მიღება, რომლებშიც მხარედ წარმოდგენილია ლაბორატორია;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ლაბორატორის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. ლაბორატორიის ხარისხის მენეჯერის ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო სტანდარტით (ISO 17025) გათვალისწინებული სამუშაო პროცედურების შემუშავება და დანერგვაზე ზედამხედველობა;

ბ) ლაბორატორიის შემადგენელ სხვადასხვა ტერიტორიულ/ფუნქციურ ერთეულებში ხარისხის სისტემის დანერგვა და მართვა; 

გ) ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა შემოწმებების შედეგად და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

3. ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების ოფიცრის ფუნქციებია:

ა) ყოველდღიური კონტროლი ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაო პროცესებზე, პერსონალის მიერ უსაფრთხო ლაბორატორიული პრაქტიკის შესრულებაზე სტანდარტული სამუშაო პროცედურების და ბიოუსაფრთხოების მოთხოვნილებების შესაბამისად;

ბ) ბიოუსაფრთხოების კუთხით თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე  ზრუნვა;

გ) ლაბორატორიის სპეციფიკის გათვალისწინებით, ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელოს  შექმნა, მისი მუდმივი განახლება - გადამუშავება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო დოკუმენტაციის შექმნა–შენახვა;

ე) ლაბორატორიულ    ქსელში    ბიოუსაფრთხოების პერიოდული აუდიტის ჩატარება  ტექნიკური მეთოდების, პროცედურების და სტანდარტული სამუშაო პროცედურების, ბიოლოგიური აგენტების, მასალების და აღჭურვილობის შესამოწმებლად;  

ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.

4. ნიმუშების რეგისტრაციის და სტატისტიკური დამუშავების განყოფილების ფუნქციებია:

ა) ლაბორატორიაში შემოსული სინჯების რეგისტრაცია, პირველადი დამუშავება და შესაბამისი ლაბორატორიებისათვის გადაცემა ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით;

ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინფორმირება საკვლევად წარმოსადგენი ნიმუშის აღების, შეფუთვისა და მოტანის წესებზე;

გ) ლაბორატორიაში შემოსული მასალის გამოკვლევის შედეგის ანუ საანგარიშგებო დოკუმენტის - გამოცდის ოქმის გაცემა;

დ)  ლაბორატორიული კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების  სტატისტიკური დამუშავება და ანგარიშების მომზადება.

5. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:

ა) ლაბორატორიის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან, შემოსული წერილების ან ლაბორატორიაში წარმოებული სხვა ნებისმიერი დოკუმენტაციის თუ კორესპონდენციის რეგისტრაცია, მათი მოძრაობის და შესრულებულ დავალებათა აღრიცხვა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ინფორმაციის გაცემა;

გ) ლაბორატორიის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ლაბორატორიის თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა;

დ) ლაბორატორიის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ე) ლაბორატორიის თანამშრომელთა გადამზადებისა და სწავლებების ორგანიზება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დარგთან დაკავშირებული სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობის ხელშეწყობა.

6. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ფუნქციებია:

ა) ლაბორატორიის საქმიანობის საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება და წარმართვა;

ბ) ლაბორატორიის წლიური ბიუჯეტის პროექტის შემუშავება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ლაბორატორიისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ათვისების კონტროლი, საგადასახადო და სხვა სამსახურებთან სავალდებულო ანგარიშგების უზრუნველყოფა;

დ) ლაბორატორიის მიერ მიღებული სხვა ნებადართული შემოსავლების აღრიცხვა-ანგარიშგება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) მატერიალური რესურსების აღრიცხვა, დახარისხება, დროებითი განთავსება, შენახვა შესაბამისი პირობების დაცვით და გაცემა მოთხოვნის შესაბამისად;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და კოორდინაცია;

გ) ლაბორატორიული, გამზომი ხელსაწყო-დანადგარების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა, მათი საერთაშორისო (ISO 17025)  სტანდარტის შესაბამისად დაკალიბრება;

დ) ლაბორატორიის კომპიუტერული ქსელის შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ე) ლაბორატორიის გათბობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, კონდიცირების სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ვ) ლაბორატორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ზ) ლაბორატორიის ტერიტორიის დასუფთავება/კეთილმოწყობის, გამწვანების   უზრუნველყოფა.

8. სურსათის კვლევის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სურსათის და  ცხოველთა საკვების უვნებლობისა და საკვებად ვარგისიანობის დადგენა მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდებით;

ბ) სასმელი წყლის და უალკოჰოლო სასმელების (მათ შორის დაფასოებული) უვნებლობისა და სასმელად ვარგისიანობის დადგენა მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური კვლევების მეთოდებით;

გ) რეგიონული ლაბორატორიების კოორდინაცია და მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება;

დ) ხორცსა და ხორცპროდუქტებში ცხოველის სახეობის იდენტიფიკაცია;

ე) სურსათში გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემცველობის განსაზღვრა;

ვ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატებში, ასევე, მცენარეთა დაცვის საშუალებებში აქტიური ნივთიერების განსაზღვრა;

9. მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სოკოებით, ბაქტერიებით, ვირუსებით დაავადებული მწერებით, ტკიპებით, ჰელმინთებით და სარეველა მცენარეებით და ასევე ფიზიოლოგიური, ქიმიური და გარემო პირობებით დაზიანებული მცენარეული წარმოშობის პროდუქტების (მინდვრის კულტურები, ბოსტნეული, ხილი, ტყის და დეკორატიული კულტურები, ბუჩქები, დამუშავებული ხის მასალა, ყვავილები, ოთახის მცენარეები და ა.შ.) გამოცდა და მათი გამომწვევი ორგანიზმების ან სხვა მიზეზების იდენტიფიკაცია კლასიკური და თანამედროვე მოლეკულური კვლევის მეთოდებით;

ბ) მცენარეული მასალის და ნიადაგის ანალიზის საფუძველზე პროდუქციის დასნებოვნების/დაზიანების შესახებ დასკვნის გაცემა;

გ) ლაბორატორიაში შემოსული საქვეკარანტინო მცენარეული მასალის გამოცდა საქართველოსთვის საკარანტინო მნიშვნელობის მავნე ორგანიზმების არსებობაზე მათი იდენტიფიკაციის მიზნით;

დ) სოფლის მეურნეობის პროდუქტების თესლის ხარისხის - კერძოდ, სიწმინდის, აღმოცენების უნარის, სიმკვრივის, სინესტის და ა.შ. განსაზღვრა.

10. ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ლაბორატორიაში შემოსული პათოლოგიური მასალის გაკვეთა და პათოლოგიური-ანატომიური დიაგნოსტიკა;

ბ) პათოლოგიურ-ანატომიური დიაგნოზის შესაბამისად, პათოლოგიური მასალის აღება და გადაგზავნა ფუნქციური ლაბორატორიებისათვის შემდგომი გამოკვლევის მიზნით;

გ) მოთხოვნის შესაბამისად, პათოლოგიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური გამოკვლევა;

დ) შემოსული პათოლოგიური მასალის გამოკვლევა სხვადასხვა პარაზიტულ და მიკოზურ დაავადებებზე;

ე) სინჯების პირველადი, დამუშავება შესაბამისი კვლევებისათვის;

ვ) სინჯების კვლევა დაავადების შესაბამისი ალგორითმის და სტანდარტული სამუშაო პროცედურების  გამოყენებით;

ზ) ლაბორატორიული საცდელი ცხოველების გამრავლება და ამ ცხოველებით  ლაბორატორიის უზრუნველყოფა.

თ) შედეგების ინტერპრეტირება და მიწოდება შესაბამის სტრუქტურისთვის;

11. ქუთაისის და ახალციხის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიების ფუნქციებია:

ა) ლაბორატორიაში შემოსული სინჯების რეგისტრაცია, პირველადი დამუშავება და შესაბამისი ლაბორატორიებისათვის გადაცემა ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით;

ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინფორმირება საკვლევად წარმოსადგენი ნიმუშის აღების, შეფუთვისა და მოტანის წესებზე;

გ) ლაბორატორიაში შემოსული მასალის გამოკვლევის შედეგის ანუ საანგარიშგებო დოკუმენტის - გამოცდის ოქმის გაცემა;

დ) სურსათის და  ცხოველთა საკვების უვნებლობისა და საკვებად ვარგისიანობის დადგენა მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდებით;

ე) სასმელი წყლის და უალკოჰოლო სასმელების (მათ შორის დაფასოებული) უვნებლობისა და სასმელად ვარგისიანობის დადგენა მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური კვლევების მეთოდებით;

ვ) სოკოებით, ბაქტერიებით, ვირუსებით დაავადებული; მწერებით, ტკიპებით, ჰელმინთებით და სარეველა მცენარეებით და ასევე ფიზიოლოგიური, ქიმიური და გარემო პირობებით დაზიანებული მცენარეული წარმოშობის პროდუქტების (მინდვრის კულტურები, ბოსტნეული, ხილი, ტყის და დეკორატიული კულტურები, ბუჩქები, დამუშავებული ხის მასალა, ყვავილები, ოთახის მცენარეები და ა.შ.) გამოცდა და მათი გამომწვევი ორგანიზმების ან სხვა მიზეზების იდენტიფიკაცია კლასიკური და თანამედროვე მოლეკულური კვლევის მეთოდებით;

ზ) ლაბორატორიაში შემოსული პათოლოგიური მასალის გაკვეთა და პათოლოგიურ-ანატომიური დიაგნოსტიკა;

თ) სინჯების პირველადი, დამუშავება შესაბამისი კვლევებისათვის.

12. გურჯაანის, დუშეთის, მარნეულის, გორის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ამბროლაურის და ბათუმის ლაბორატორიების  ძირითადი ფუნქციებია:

ა) სადგურში შემოსული სინჯების (პათმასალების) მიღება, რეგისტრაცია, პირველადი დამუშავება და  გამოკვლევა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში ნიმუშების ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში გადაგზავნა, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების გაცემა;

გ) შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირება“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია