დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროპის კავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებსა შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებაში ხორვატიის რესპუბლიკის ევროპის კავშირში გაწევრიანების გათვალისწინებასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანის თაობაზე“ ოქმის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ნ. მიქელაძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 205 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018646 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №205
2015 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
„ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროპის კავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებაში ხორვატიის რესპუბლიკის ევროპის კავშირში გაწევრიანების გათვალისწინებასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანის თაობაზე“ ოქმის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ნ. მიქელაძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროპის კავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებაში ხორვატიის რესპუბლიკის ევროპის კავშირში გაწევრიანების გათვალისწინებასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანის თაობაზე“ ოქმი.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ოქმზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები