საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სატრენინგო და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სატრენინგო და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 202
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018643
  • Word
202
13/02/2015
ვებგვერდი, 26/02/2015
000000000.00.003.018643
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სატრენინგო და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 202

2015 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სატრენინგო და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის  მიერ  დაგეგმილ  2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან - „თბილისი 2015“-თან დაკავშირებით, ქ. თბილისში არსებული სასტუმროების მომსახურების განვითარების  მიზნით, დაგეგმილ სატრენინგო და მასთან  დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ  ასიგნებათა  ფარგლებში.

2.  „სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ“  საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებითა და  21-ე  მუხლით  დადგენილი  მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი                                 . ღარიბაშვილი