დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 199 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018640 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №199
2015 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის თაობაზე
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:
ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 42.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მცხეთა, სოფელი ვაზიანი , მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 72.01.14.065, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 624.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: გარდაბანი, სოფელი ჯანდარა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 81.19.01.283, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
გ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 39800.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: გარდაბანი, სოფელი კაპანახჩი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 81.15.07.237, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
დ) შპს „ლანის“ (ს/ნ 431165277) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 454.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: თელავი, ქუჩა სადგურის, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 53.20.33.285, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები