დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.116.016244 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/03/2015 - 28/05/2015)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტისა და 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის, 121 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს. ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია /დანართი №1/;
2. დამტკიცდეს: ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების და იურიდიული პირებისათვის დაკავებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი დანართი №2-ის შესაბამისად /დანართი №2/; 3. დამტკიცდეს: ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ნიმუში /დანართი №3 /.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №25 დადგენილება. (www. matsne.gov.ge 04/04/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.116.016120).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადასახადის ინსტრუქცია
|
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
|
მუხლი 1.
ზოგადი ნაწილი |
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში –ინსტრუქცია) აწესრიგებს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების გადახდის წესს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი /შემდგომში – მოსაკრებელი/ წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს. 3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში. 4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ზომები. 5. მოსაკრებლის გადამხდელებს მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური უგზავნის შეტყობინებას მოსაკრებლის ოდენობის შესახებ. შეტყობინებას თან ერთვის ამ ინსტრუქციის შესაბამისად დასაბუთებული გაანგარიშება. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის გადამხდელი |
მოსაკრებლის გადამხდელია ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს დასუფთავების მომსახურებით. |
მუხლი 3.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
|
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრულია 0.25 ლარის ოდენობით თვეში, ხოლო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის 6 ლარის ოდენობით 1 კუბურ მეტრ ნარჩენზე. 3. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ხოლო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით; მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. 4. ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გადახდის ქვითარი /შემდგომში –ქვითარი/ გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე /შემდგომში– მესაკუთრე/, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
5. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, დაწესებულებების ან იურიდიული პირებისათვის გამოიწერება ამ ორგანიზაციის, დაწესებულების, ან იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
6. ამხანაგობების შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს. 7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ. 8. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური. 9. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებეშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
10. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის ოჯახის სულადობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
11. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. 12. თუ კი წინასწარ გადახდილი თანხა , რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ. სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. |
მუხლი 4.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისი გადახდისაგან გათავისუფლება |
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურეობის ერთი თვის განმავლობაში მიღების შემდეგ. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის– მომსახურეობის მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლებულია პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები ა) მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით. 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებასთან ერთად. 4. ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენის წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი. 5. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. 6. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება. 7. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ხნით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ. |
მუხლი 5.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი, გადახდის პერიოდულობა და ვადები
|
1.მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიჯეტში.
2. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს ამზადებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და ხელს აწერს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
4. ქვითრის ტიპიურ ფორმას ამტკიცებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი №, მისამართი;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) გადახდის ადგილი.
5. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის ვადაში, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშწორებით. 6. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
|
მუხლი 6.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
|
1.მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება გამგეობის შესაბამის სამსახურს (ცაგერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური) ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
2. ცაგერის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.
|
მუხლი 7.
ინსტრუქციის მიღება და მასში ცვლილებების შეტანა
|
1. მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. ინსტრუქციაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
დანართი 2
|
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის
|
|
დანართი №3
|
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები