ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2015 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018616
196
12/02/2015
ვებგვერდი, 26/02/2015
000000000.00.003.018616
ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2015 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №196

2015 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2015 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის  №506 დადგენილების დანართის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულებისა და საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების 2015 წლის განმავლობაში შენახვის მომსახურების შესყიდვის მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქვემოთ ჩამოთვლილმა სახელმწიფო დაწესებულებებმა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უზრუნველყონ ხელშეკრულებების გაფორმება შემდეგი ოდენობის თანხებზე:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ – „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის გამოყოფილი ასიგნებიდან – 79 837,50 ლარის ოდენობით;

ბ)  საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნულმა სატყეო სააგენტომ – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონით,  სსიპ  – ეროვნული სატყეო სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან ან  „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებიდან  – 31 485  ლარის ოდენობით;

გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ − „საქართველოს  2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებიდან – 139  471,50  ლარის ოდენობით;

დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა ტერიტორიულმა ორგანომ − საგანმანათლებლო რესურსცენტრმა − „საქართველოს  2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრებისათვის გამოყოფილი ასიგნებიდან – 182 446  ლარის ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი                                                         ი. ღარიბაშვილი