შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 194
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018614
  • Word
194
12/02/2015
ვებგვერდი, 26/02/2015
000000000.00.003.018614
შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 194

2015 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემული სასარგებლო  წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების საფუძველზე:

1. მიეცეს თანხმობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიტანოს ცვლილება შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“ (ს/ნ 230085797) გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №00887 ლიცენზიაში და მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყალი) ოდენობა განისაზღვროს დღე-ღამეში არა უმეტეს 3 500 მ3-ის ოდენობით.

2. ლიცენზიის მფლობელ მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, გადაიხდის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაანგარიშებულ თანხას - 25 342 (ოცდახუთი ათას სამას ორმოცდაორი) ლარს, ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 

3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სანიტარიული დაცვის ზონების დადგენა და ექსპლუატაციის სქემის დამუშავება ამ განკარგულების, გამოცემიდან ერთი თვის ვადაში;

ბ) დაიცვას მიწისქვეშა წყლების დაბინძურებისაგან დაცვის სანიტარიული წესები და უზრუნველყოს  სანიტარიული დაცვის პირველი ზონის სარტყელის (მკაცრი რეჟიმის ზონა) მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;

გ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყალი) სასმელი მიზნით გამოყენების შემთხვევაში, უზრუნველყოს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით  განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა;

დ) ამ განკარგულების გამოცემიდან არა უგვიანეს 1 წლის ვადაში უზრუნველყოს ჩამდინარე წყლებისათვის მექანიკური გამწმენდი ნაგებობის მოწყობა.

პრემიერ-მინისტრი                                         ი . ღარიბაშვილი