„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016139
11
25/02/2015
ვებგვერდი, 27/02/2015
010250020.35.130.016139
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2015 წლის 25 თებერვალი

ქ. საჩხერე

 

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  შესაბამისად  საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

  


მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის  სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების  წესის  დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №4 დადგენილებით (სსმ 06/02/2015; სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016132) დამტკიცებულ დანართში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1.  მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,7. საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებულ  მოქალაქეებს, რომლებიც დიალეზის მკურნალობის კურსს გადიან სხვადასხვა   ქალაქებში, მიეცემათ 120 (ასოცი) ლარი  ყოველთვიურად, გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვისათვის. ამ პუნქტში მითითებული პროგრამის განხორციელების მიზნით, სადაც მითითებული იქნება მონაწილე ბენეფიციართა სახელობითი სია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულ ბენეფიციართა გადამოწმებას ყოველთვიურად, შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადებას საჩხერის სოციალური სააგენტოს წერილის საფუძველზე. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად  მუნიციპალიტეტში უნდა  წარადგინოს:“

 

2. მე-6 მუხლის  მე-6 პუნქტს დაემატოს ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები:

,,ზ) დაბადების მოწმობის ასლი;

თ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“

 

3. მე-9 მუხლის პირველი , მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დედით ან მამით ობოლ ბავშვს რომელსაც, არ შესრულებია 18 წელი მიეცემათ 150 (ასორმოცდაათ) ლარი წელიწადში ერთჯერადად. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;                                

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა  გარდაცვალების შესახებ;

დ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);

ე)  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

ვ)  საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა;

ზ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2. მარტოხელა პენსიონრებს, რომელთაც არა ჰყავთ შვილი, შვილიშვილი ან სხვა კანონით გათვალისწინებული  შრომისუნარიანი მარჩენალი გაეწევათ ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარამდე. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;                                

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

დ)   საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა;

ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“

 

3. კანონის წესით მიჩნეულ მარტოხელა დედებს გაეწევა დახმარება 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთჯერადად. ბენეფიციარმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;                                

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);

დ) მარტოხელობის დამადასტურებელი საბუთი შესაბამისი სამსახურიდან;

ე)  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

ვ)  საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა;

 ზ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“    

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე