დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.018463 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017586) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. წინამდებარე რეგლამენტის დებულებები გამოიყენება ECMT-ის ნებართვების საფუძველზე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისას.“. 2. პირველი მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. 2014 წლის 1 იანვრიდან უნდა იქნეს გამოყენებული (ამ მუხლის 23 და 24 პუქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) 2014 წლის იანვრის მომხმარებლის სახელმძღვანელოს „ECMT-ის მრავალმხრივი კვოტა“ (შემდგომში - 2014 წლის სახელმძღვანელო) №4, №5 და №6 დანართებით განსაზღვრული ECMT-ის სერტიფიკატების ახალი ფორმები, რომლებიც მოყვანილია წინამდებარე წესის №11, №2 და №3 დანართებში.”. 3. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 და 24 პუნქტები: „23. 2015 წლის 1 იანვრიდან სატვირთო ავტომობილებისათვის, რომელთა ტექნიკურად დასაშვები სრული მასა 3.5 ტონაზე მეტია და არ აღემატება 6 ტონას, უნდა იქნეს გამოყენებული საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ITF/TMB/TR/MQ(2014)1 ნორმატიული დოკუმენტით განსაზღვრული ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ის სერტიფიკატის ფორმა, რომელიც მოყვანილია წინამდებარე წესის №12 დანართში. 24. 2015 წლის 1 იანვრიდან მისაბმელებისათვის (ნახევარმისაბმელების ჩათვლით), რომელთა ტექნიკურად დასაშვები სრული მასა არ აღემატება 3.5 ტონას, უნდა იქნეს გამოყენებული საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ITF/TMB/TR/MQ(2014)3 ნორმატიული დოკუმენტით განსაზღვრული ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ის სერტიფიკატის ფორმა, რომელიც მოყვანილია წინამდებარე წესის №21 დანართში.“. 4. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატს (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №1 დანართში („EURO 3 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილისათვის) და №11, №12 დანართებში („EURO 4 უსაფრთხო“, „EURO 5 უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“, ”EURO 6 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილისათვის) და/ან მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატს (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №2, №21 დანართებში) ავსებენ და გასცემენ ან: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ან მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სერტიფიკატში უნდა მიუთითოს მწარმოებლის დასახელება, რომელსაც ის წარმოადგენს; ბ) სააგენტო – იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ არის ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენლობა; გ) სააგენტო და ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ან საქართველოში მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ერთობლივად – იმ შემთხვევაში, როცა ყველა მოწყობილობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი მწარმოებლის მიერ არ არის დამონტაჟებული.“. 5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ტესტირების ცენტრი ჩატარებული სამუშაოების შედეგებს აფორმებს შესაბამისი ოქმ(ებ)ით (დანართები №5, №51, №6, №61 და №7) და გასცემს მათ განმცხადებელზე. ოქმ(ებ)ის ასლები ინახება ტესტირების ცენტრში.“. 6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილის ECMT-ის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი (დანართები №5, №51);“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატის მისაღებად – ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი (დანართები №6, №61);“. 7. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ECMT სერტიფიკატის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განცხადების შესაბამისად, ივსება დადგენილი ფორმის ECMT სერტიფიკატ(ებ)ი (დანართები №1, №11, №12, №2, №21 და №3) ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და ქართულ ენებზე (სერტიფიკატი შეიძლება იყოს შევსებული, ბეჭედდარტყმული და ხელმოწერილი ხელით ან ელექტრონულად). სერტიფიკატ(ებ)ი რეგისტრირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში (დანართი №8), ხოლო მათი ასლები ინახება სააგენტოში. ECMT სერტიფიკატს აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც შედგება არაბული ციფრებისაგან და იგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში რეგისტრირებული სერტიფიკატის რიგითი ნომრის იდენტურია.“. 8. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ECMT სერტიფიკატის ბლანკები ECMT სერტიფიკატის ბლანკები იბეჭდება: ა) სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი – ღია მწვანე A4 ფორმატის ქაღალდზე, ბეჭდით ფურცლის ორივე გვერდზე (დანართები №1, №11, №12); ბ) მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი – ღია ყვითელ A4 ფორმატის ქაღალდზე (დანართები №2, №21); გ) სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ECMT-ის ტესტის სერტიფიკატი – სტანდარტულ თეთრ A4 ფორმატის ქაღალდზე (დანართი №3).“. 9. წესს დაემატოს: №12 დანართი („ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT–ის სერტიფიკატი სატვირთო ავტომობილის, რომლის ტექნიკურად დასაშვები სრული მასა 3.5 ტონაზე მეტია და არ აღემატება 6 ტონას“); №21 დანართი („ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT–ის სერტიფიკატი მისაბმელის, რომლის ტექნიკურად დასაშვები სრული მასა არ აღემატება 3.5 ტონას“); №51 დანართი („უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი სატვირთო ავტომობილის, რომლის ტექნიკურად დასაშვები სრული მასა 3.5 ტონაზე მეტია და არ აღემატება 6 ტონას“) და №61 დანართი („ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი მისაბმელის, რომლის ტექნიკურად დასაშვები სრული მასა არ აღემატება 3.5 ტონას“) თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №12 (პირველი გვერდი)
სერტიფიკატი №: |
ორგანო (ები)2,
[კომპანიის და/ან სააგენტოს დასახელება(ები) და ბეჭედი(ები)]
ძრავის სიმძლავრე
მოთხოვნები ხმაურისა და გამონაბოლქვების მიმართ
დანართი №12 (მე-2 გვერდი) უსაფრთხოების მოთხოვნები ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:
თბილისი
ადგილი თარიღი ხელმოწერა(ები) და ბეჭედი(ები)14
დანართი №21 სერტიფიკატი №:
ორგანო (ები)2,
[კომპანიის და/ან სააგენტოს დასახელება(ები) და ბეჭედი(ები)]
მისაბმელი აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:
თბილისი
ადგილი თარიღი ხელმოწერა და ბეჭედი6
ტესტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოს დასახელება, მისამართი, ტელეფონი და ბეჭედი
ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:
გამომცდელ(ებ)ი: ------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------- თანამდებობა, სახელი გვარი ხელმოწერა ----------------------------------------------------------------------------------- ----------------------------- თანამდებობა, სახელი გვარი ხელმოწერა ხელმძღვანელი: ---------------------------------------------------------------------------------- ---------------------------- სახელი გვარი ხელმოწერა
ბ.ა. ------------------------------ თარიღი
დანართი №61
თბილისი
ადგილი თარიღი ხელმოწერა და ბეჭედი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები