„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტებისა და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 163
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010080160.22.034.016417
163
05/03/2015
ვებგვერდი, 06/03/2015
010080160.22.034.016417
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტებისა და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №163

2015 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტებისა და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტებისა და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 20.08.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი – 020080160.22.034.016347)   დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 და მე-20 მუხლები:

„მუხლი 19

1. რეაგირების ოქმი (დანართი №14) ივსება შემთხვევის ადგილზე მისული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ. ოქმში აღინიშნება ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების, ფაქტობრივი გარემოებების, მოსამსახურის მიერ მიღებული ზომების, შემთხვევასთან დაკავშირებული პირების, მათ შორის, დამსწრეებისა (მათი არსებობის შემთხვევაში) და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ოქმის ფორმა შედგეს ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმისაგან განსხვავებულად, თითოეულ პუნქტში მხოლოდ დამატებითი ხაზების მითითებით.

2. რეაგირების ოქმი პრიორიტეტულად უნდა შედგეს იმ ადგილზე, სადაც მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ რეაგირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

3. რეაგირების ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ან/და დამსწრე პირები (არსებობის შემთხვევაში).

4. რეაგირების ოქმით გათვალისწინებული შენიშვნის გრაფა ივსება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ და დამსწრე პირის ოქმზე ხელმოწერა არ გულისხმობს შენიშვნაში მითითებული ინფორმაციის დადასტურებას.

5. შემთხვევის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღების სათანადო აუცილებლობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე უფლებამოსილია, შემთხვევასთან დაკავშირებულ პირს ჩამოართვას წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელიც შეიძლება დაერთოს რეაგირების ოქმს.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ოქმი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია ინფორმირებისა და სათანადო რეაგირების მიზნით ეგზავნება მოსამსახურის უფლებამოსილ ხელმძღვანელს.

7. რეაგირების ოქმის შედგენისა და სხვაგვარი დამუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. რეაგირების ოქმის გაცნობა მესამე პირისათვის დასაშვებია მხოლოდ აღნიშნული კანონის მოთხოვნათა დაცვით.

8. რეაგირების ოქმის შედგენა არ არის სავალდებულო, როდესაც ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ ხდება სამართალდარღვევის ოქმის ან სხვა ოქმის ფორმის შედგენა.

მუხლი 20

1. დადგენილება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (დანართი №15) გამოიცემა ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც დარღვევის საქმე ადგილზე არ განიხილება და მას იხილავს ადმინისტრაციული ორგანო.

2. დადგენილებაში (დანართი №15) აღინიშნება: მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი დანაყოფის სახელწოდება; საქმის განმხილველი მოსამსახურის სახელი, გვარი და თანამდებობა; დამრღვევი პირის სახელი, გვარი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი; დარღვევის ჩადენის თარიღი და კანონის მუხლი, ნაწილი/პუნქტი, ქვეპუნქტი; დარღვევის არსი; დადგენილების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი; პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა; დადგენილების გასაჩივრების უფლება;  თანამდებობის პირის ხელმოწერა და მითითება დადგენილების ჩაბარების თაობაზე.

3. დადგენილების მე-5 გრაფაში მიეთითება იმ კანონის სახელწოდება და კონკრეტული მუხლი, პუნქტი/ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლით გათვალისწინებული ქმედებაც იქნა ჩადენილი ან რომლის მოთხოვნაც დაირღვა.

4. დადგენილების გასაჩივრებისა და დამრღვევი პირის კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებების  შესახებ მიეთითება დადგენილების მე-2 გვერდზე.“.

2. დაემატოს თანდართული შინაარსის №14 და №15 დანართები.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური