დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის N32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.154.016209 |
|
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის დებულებაში“
(სსკ 010260020.35.154.016183).კერძოდ
|
1.
დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში“ |
2.
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:
„ მუხლი 8. მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში უზრუნველყოფს ა) თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად გამოყენების, ხარისხიანი თესლის, ნერგის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადებას და მიწოდებას დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის; ბ) მუნიციპალიტეტში არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების აღრიცხვას და მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის სათანადო ღონისძიებების დაგეგმვას; გ) სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციების მოპოვებას;
დ) მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების განხორციელებას; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები