დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის N33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.154.016206 |
|
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში“ (სსკ010260020.35.154.016184) , კერძოდ: |
1.
დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: |
ა)
„გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„ გ. მთავარი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის განვითარების მონიტორინგის საკითხებში“ |
ბ)
დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ. მთავარი სპეციალისტი ზედამხედველობის საკითხებში.“ |
2.
დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მთავარი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის განვითარების მონიტორინგის საკითხებში 1.მთავარი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის განვითარების მონიტორინგის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის დაკვეთით წარმოებული სარეაბილიტაციო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო და ინფრასტრუქტურული მშენებლობის სამუშაოზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების და მათში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულების ინსპექტირება-კონტროლს, შესასრულებელი ან შესრულებული სამუშაოების მოცულობის, გარანტიის, ხარისხის და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლის, ზედამხედველობის განხორციელებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირებას; ბ) სამუშაოთა მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების) გაფორმებამდე ხელშეკრულების პირობებში მითითებულ ადგილას და სახით შესრულებული სამუშაოების საბოლოო შემოწმებას მათი შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; გ) ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ღირებულებითი პარამეტრების ცვლილებების, ხელშეკრულებების პირობებში ცვლილებების შეტანის, ხელშეკრულებების პირობების დამრღვევისადმი პასუხისმგებლობის ზომების საჯარიმო სანქციების პირგასამტეხლოს სახით გამოყენების და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საბოლოო ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წინადადებებისა და დასკვნების შედგენას; დ) საბოლოო შემოწმების შედეგების შესახებ დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით (მათი არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის შედგენას და მიმწოდებლისადმი გასაგზავნი შესაბამისი დაწუნებული სამუშაოების მოცულობის მიზეზების მითითებით დასაბუთებული წერილის პროექტის შემუშავებას; ე) შესრულებულ სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად შემსრულებლის მიერ სამშენებლო მასალების და კონსტრუქციების ხარისხის მათი გამოყენების ვარგისიანობაზე შესაბამისი დარგის დამოუკიდებელი ექსპერტის მოსაწვევად საჭირო დოკუმენტების მომზადებას; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
3.
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:
„მუხლი 7. მთავარი სპეციალისტი ზედამხედველობის საკითხებში. მთავარი სპეციალისტი ზედამხედველობის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით; ბ. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟს, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადების მომზადებას; გ. მუშაობის პროცესში შემსრულებლის მიერ მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით სამუშაოების შესრულების ზედამხედველობას; დ. ობიექტების ექსპლოატაციაში მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას ე. კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინები, კომუნიკაციათა კარადების და ჭების, საქალაქო მეურნეობის და სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები