დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის N36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.154.016205 |
|
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ,, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №36 დადგენილებაში და ასევე დადგენილებით დამტკიცებულ „თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახური“-ს დებულებაში (სსკ010260020.35.154.016187) , კერძოდ: |
1.
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ,, |
2.
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახური“-ს თანდართული დებულება. |
3.
დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ა1, ბ1, გ1, დ1“ ქვეპუნქტები:
„ ა1 მთ. სპეციალისტი მოქალაქეთა მისაღებში; ბ1 მთ. სპეციალისტი პიარის საკითხებში; გ1 კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების მთ. სპეციალისტი (IT სპეციალისტი) დ1 მთ. სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში“ |
4.
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 41
„მუხლი 41. მთ. სპეციალისტი მოქალაქეთა მისაღებში მთ. სპეციალისტი მოქალაქეთა მისაღებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს ა) მოქალაქეთა მომსახურეობას „მოქალაქეთა მისაღებში“ ბ) მოქალაქეთა კონსულტაციას განცხადების შევსება-მიღებასთან დაკავშირებით. გ) მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
5.
დებულების მე -5 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებული იქნეს „ა“ ქვეპუნქტი. |
6.
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 51
„მუხლი 51. მთ. სპეციალისტი პიარის საკითხებში მთ. სპეციალისტი პიარის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადობრივ ურთიერთობათა, პიარის დაგეგმვას და განხორციელებას; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრეს-კონფერენციების და მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების გასაჯაროვებას მუნიციპალიტეტის ვებ გვერდის მეშვეობით. დ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
7.
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 61
„მუხლი 61 . კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების მთ. სპეციალისტი (IT სპეციალისტი) 1) კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების მთ. სპეციალისტი (IT სპეციალისტი)დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა) IT სისტემების მართვის სტრატეგიის შემუშავებას; ბ) ახალ წერტილებში ინტერნეტის გაყვანის უზრუნველყოფა გ) ქსელის სერვისების ადმინისტრირება დ) კომპიუტერული ტექნიკის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ე) მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
8.
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 71
„მუხლი 71. მთ. სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში“ 1. მთ. სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგებლის, გამგეობის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; დ) გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას; ე) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები