„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016726
55
24/02/2015
ვებგვერდი, 24/02/2015
200090000.22.033.016726
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №55

2015 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების  ადმინისტრირების  შესახებ“  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის  83-ე მუხლის:

1.  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საქონლის ჩამორთმევისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი მოვალეა იმ პირს, რომლისგანაც ხდება საქონლის ჩამორთმევა, წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები (საგადასახადო ორგანოს  უფროსის ბრძანება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი).“.  

2. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. საქონლის ჩამორთმევის (ამოღების) დროს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამოიღებს მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც არანიშანდებულია ან ნიშანდებულია დადგენილი წესის მოთხოვნათა დარღვევით.“.

  3.  მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. ჩამორთმეულ საქონელს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლები დროებით შესანახად აბარებენ შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის მიერ გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს, რომელიც აღნიშნულ საქონელს აბარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ საწყობებში ჩამორთმევის განხორციელებიდან 5 დღის განმავლობაში. საქონლის გადაცემის ორივე ეტაპზე დგება მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც შეიცავს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) აქტის შედგენის ადგილი და თარიღი;

ბ) აქტის შემდგენი პირების თანამდებობა, სახელი და გვარი;

გ) ჩამორთმევის პროცედურაში მონაწილეთა (როგორც პროცედურის განმახორციელებელ პირთა, ისე მათი, ვის მიმართაც იგი განხორციელდა) სრული რეკვიზიტები;

დ) ჩამორთმევის პროცედურის დრო;

ე) ჩამორთმეული საქონლის დასახელება და რაოდენობა.“.

მუხლი 2
  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.  

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური