დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 56 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/02/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016728 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი (საქონელთა ჯგუფი) (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებისა);“. 2. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9−მე-11 პუნქტები: „9. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და დეკლარირდება სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით, თუ საქონლის საერთო რაოდენობა და ღირებულება არ აღემატება აღნიშნული ქვეპუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობასა და ღირებულებას, ხოლო მისი შემოტანა და საბაჟო დეკლარაციების წარდგენა განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. 10. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ იმ საქონელზე, რომელიც: ა) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების შემდგომ პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არა უგვიანეს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად არ გადაადგილდება, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა; ბ) შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე პირისათვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან: ბ.ა) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგენს „საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ“ (დანართი №IV-06); ბ.ბ) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს; გ) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არაუგვიანეს უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად არ გადაადგილდება, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა; დ) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირისათვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან: დ.ა) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგენს „საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ“ (დანართი №IV-06); დ.ბ) არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს; 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და დეკლარირდება სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით, თუ ამ საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენა განხორციელდა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების ან საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.“. 3. დანართი №IV-05-ის შემდეგ დაემატოს დანართი №IV-06 თანდართული რედაქციით. დანართი №IV-06 საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადი საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ
I. ინფორმაცია პირის შესახებ: 1. სახელი 2. გვარი 3. საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა, მისამართი)..................................... 4. მოქალაქეობა..................................................................... 5. სამგზავრო დოკუმენტის №.......................... პირადი № .................................. 6. დაბადების თარიღი ................................................................................. 7. ქვეყანა, საიდანაც ჩამობრძანდით…...............................................................
II. ინფორმაცია საქონლის შესახებ:
შენიშვნა: ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მიეთითება მანქანის მარკა, მოდელი, VIN კოდი, შასის ნომერი, გამოშვების წელი.
თარიღი „.......” .............................. 20 ..... წელი ფიზიკური პირის ხელმოწერა ............................
4. 45-ე მუხლის: ა) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით, საქონლის გაშვება შესაძლებელია განხორციელდეს თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას. ამასთან, ხარვეზის გამოსწორების ვადა შეადგენს უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 90 დღეს.“. ბ) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. დანართი №XI-01 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. დანართი №XI-01 ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია
I. გადაადგილების მიზანი 1. საქართველოში შემოსვლა 2. ტრანზიტი 3. საქართველოდან გასვლა II. ინფორმაცია პირის შესახებ 1. სახელი 2. გვარი 3. საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა, მისამართი)..................................... 4. მოქალაქეობა..................................................................... 5. სამგზავრო დოკუმენტის №.......................... პირადი № .................................. 6. დაბადების თარიღი ................................................................................. 7. ქვეყანა, საიდანაც ჩამობრძანდით…............................................................... 8. ქვეყანა, სადაც მიემგზავრებით ................................................................ 9. თან მიმაქვს ბარგი/ხელბარგი ........................... ერთეული 10. ჩემგან დამოუკიდებლად იგზავნება ბარგი ......................... ერთეული III. ინფორმაცია საქონლის შესახებ 1. თან მაქვს ან ბარგით/ხელბარგით გადავაადგილებ შემდეგ საქონელს: ა) ნაღდი ფული (ეროვნული უცხოური ვალუტა), ჩეკები ან/და სხვა ფასიანი ქაღალდები, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში დიახ არა ბ) იარაღი ან ასაფეთქებელი მასალა დიახ არა გ) ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება დიახ არა დ) ანტიკვარული ან ხელოვნების ნიმუში დიახ არა ე) მომწამვლელი ნივთიერება ან მედიკამენტი დიახ არა ვ) მცენარე ან/და ცხოველი, მათი ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქტი დიახ არა ზ) მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობა, კავშირგაბმულობის საშუალება დიახ არა თ) რადიოაქტიური მასალა დიახ არა ი) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი დიახ არა კ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი (გრაფა ივსება პირის სურვილის შემთხვევაში) დიახ ლ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში (იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით) მოსაქცევი, ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონელი დიახ არა 2. საქართველოში შემოვდივარ მუდმივად საცხოვრებლად და განზრახული მაქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შემოტანა, რომელიც ჩემთან ერთად არ გადაადგილდება დიახ 3. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ა”–“თ” ქვეპუნქტებში ან მე-2 პუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ ცხრილი:
შენიშვნა: ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მიეთითება მანქანის მარკა, მოდელი, VIN კოდი, შასის ნომერი, გამოშვების წელი. 4. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), შეავსეთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა”, გარდა ამ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა. 5. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეავსოთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” ან წარადგინოთ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, ან განახორციელოთ დეკლარირება სასაქონლო ზედნადების წარდგენით. 6. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ლ” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა”. თარიღი „.......” .............................. 20 ..... წელი ფიზიკური პირის ხელმოწერა ............................
საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის ხელმოწერა ........................ ბ.ა.
(მეორე გვერდი) მოგესალმებათ შემოსავლების სამსახური ! ! ! შემოსავლების სამსახური ვალდებულია, აღკვეთოს აკრძალული ნივთების ქვეყანაში შემოტანა. საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელი უფლებამოსილია დაგისვათ შეკითხვები, შეამოწმოს თქვენი პირადი ბარგი და ხელბარგი. თუ თქვენ შეგარჩიეს შემოწმებისათვის, საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები მოგეპყრობიან თავაზიანად, პროფესიონალურად და დაიცავენ თქვენს უფლებებს. საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს. მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 1. ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან, თუმცა, პირის მიერ ნაღდი ფულის (ეროვნული უცხოური ვალუტა), ჩეკების სხვა ფასიანი ქაღალდების, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას. 2. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ განახორციელებს სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის დეკლარირებას, მის მიმართ გატარდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებები. 3. იმპორტისას გადასახდელებისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ: ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06–12, 15–21 ჯგუფებისა და 0302-0307, 2201-2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; გ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; დ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 3000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის. 4. თუ თქვენ მიერ საქართველოში შემოტანილი საქონლის პარამეტრები აღემატება „მნიშვნელოვანი ინფორმაციის” მე-3 პუნქტში აღნიშნულს ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა-ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციით ან გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც თქვენ შეგიძლიათ: ა) საქონელი დროებით დაასაწყობოთ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ საბაჟო საწყობში ან საბაჟო ტერმინალში და წარადგინოთ შესაბამისი განაცხადი, ან ბ) საქონელი თქვენ მიერ მითითებულ გაფორმების ადგილამდე გადააადგილოთ „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით. 5. თუ თქვენ მიერ საქართველოდან გასატანი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს და მეტს, ან/და საქონლის გატანისათვის საჭიროა ნებართვა-ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით. 6. თუ თქვენ საქართველოში დროებით შემოგაქვთ იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონელი, შეგიძლიათ დაადეკლარიროთ ამ დეკლარაციით. 7. თუ თქვენ საქართველოში შემოდიხართ მუდმივად საცხოვრებლად და განზრახული გაქვთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შემოტანა (რომელიც თქვენთან ერთად არ გადაადგილდება), აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად უნდა შეავსოთ ეს დეკლარაცია, ხოლო სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოსაქცევად საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა განახორციელოთ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან ან საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები