„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 18/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016260
10
20/02/2015
ვებგვერდი, 24/02/2015
010260020.35.153.016260
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა“-ში,  კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,გ“ ქვეპუნქტი.

2. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები, საკრებულოს თანამშრომლები და საკრებულოს წევრები.“

3. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,, ა“ პირებზე, რომლებიც განიცდიან ეკონომიურ სიდუხჭირეს, უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის, სტიქიის ან სხვა მიზეზთა გამო და დადგენილი წესით მიმართავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.".

4.   დადგენილებით დამტკიცებულ  პროგრამას დაემატოს მე-7 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 7.  თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება

1. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომელნიც ჩართულნი არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას.

2. დახმარება გაიცემა თვეში ერთხელ 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.

3. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება და ზუსტად არის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების გრაფიკი;

დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

4.  თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.

5.  ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტის საფუძველია ქრონიკული დიალიზის გაგრძელების არარსების დადასტურება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი