ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასურის განსაზღვრის შესახებ

ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016288
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
78
25/02/2015
ვებგვერდი, 26/02/2015
010250020.35.123.016288
ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასურის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/02/2015 - 24/06/2015)

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №78

2015 წლის 25 თებერვალი

ქ. ქუთაისი

 

ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის №242 დადგენილება „ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასურის განსაზღვრის შესახებ“ /www. matsne.gov.ge 06.03.2014 №010250020.35.123.016194/.
მუხლი 2
ქალაქ ქუთაისში პარკირების ორგანიზების უფლებით გადაცემის ნორმატიული საფასური პარკირების ყველა სახეობის ადგილებისათვის განსაზღვრული 1 /ერთი/ კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის 10%-ის ოდენობით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი