ქალაქ ქუთაისში მესამე პირებისათვის პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის, საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ

ქალაქ ქუთაისში მესამე პირებისათვის პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის, საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016289
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
79
25/02/2015
ვებგვერდი, 26/02/2015
010250020.35.123.016289
ქალაქ ქუთაისში მესამე პირებისათვის პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის, საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/02/2015 - 30/12/2015)

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №79

2015 წლის 25 თებერვალი

ქ. ქუთაისი

 

ქალაქ ქუთაისში მესამე პირებისათვის პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დადგინდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარი დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:

1. 1 საათამდე პერიოდი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი;

2. 3 საათამდე პერიოდი – 1 (ერთი) ლარი;

3. ყოველი შემდეგი 1 (ერთი) საათი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი;

4. 1 დღე – 2 (ორი) ლარი;

5. 7 დღე – 5 (ხუთი) ლარი;

6. 30 დღე – 10 (ათი) ლარი;

7. 182 დღე – 25 (ოცდახუთი) ლარი;

8. 365 დღე – 40 (ორმოცი) ლარი.

 

მუხლი 2
დადგინდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:

1. ტაქსებისათვის:

ა. 10 დღე – 10 (ათი) ლარი;

ბ. 20 დღე – 20 (ოცი) ლარი;

გ. 30 დღე –  30 (ოცდაათი) ლარი.

2. სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისათვის:

ა. 1 დღე – 3 (სამი) ლარი;

ბ. 30 დღე –  30 (ოცდაათი) ლარი;

გ. 182 დღე – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;

დ. 365 დღე – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი.

 

მუხლი 3
ცნობად იქნეს მიღებული, რომ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე ამ დადგენილების პირველი და მე–2 მუხლების შესაბამისად პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

მუხლი 4
ცნობად იქნეს მიღებული, რომ პარკირების საფასურის გადახდა განხორციელდება პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში, ელექტრონული გადახდის საშუალებებით ან კანონით დაშვებული ნებისმიერი ფორმით.

 

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი