„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების მოწმობის და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ფორმების“ დამტკიცების შესახებ

„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების მოწმობის და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ფორმების“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016258
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
20/02/2015
ვებგვერდი, 24/02/2015
010250000.35.153.016258
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების მოწმობის და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ფორმების“ დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/02/2015 - 27/02/2015)

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების მოწმობის და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ფორმების“ დამტკიცების შესახებ

 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცებულ იქნეს:

1.1      „მცხეთის მუნიციპალიტეტის  საკუთრების მოწმობის" ფორმა (დანართი 1).

1.2      „მცხეთის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი 2).

1.3     „მცხეთის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონში  გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი 3).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი



დანართი 1
მცხეთის მუნიციპალიტეტი

საკუთრების  მოწმობა


№----------------------  

                                                                                                                               

ეძლევა ________________________________________________________________

                          (მესაკუთრე და მისი მისამართი)

 

 

_____________________________________________________________________   მასზედ,

 

                                                                                                                                                                  

რომ მას გადაეცა საკუთრებაში ____________________________________________________

                                    (ქონების დასახელება და მისამართი)

 

 

 

 

 

 

 

 

საკადასტრო კოდი   ____________________________    მიწის ფართობი __________________________                 

                    

შენობა–ნაგებობის ფართობი _______________________________________________________

 

საფუძველი _____________________________________________________________________

აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის თარიღი და ნომერი

 

________________________________________________________________________________

 

მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მოწმობა ძალაშია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

 

გაცემულია  20   წელს „–––„ ––––––––––––––


დანართი 2
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისია

პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

ოქმი №


    ქ. მცხეთა                                                                                                                  „------” “-----------”                                                                                                                       

1. წინამდებარე ოქმი  გაიცა  -----------------------------------------------------------------------

 აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის)  ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები. 

2. მასზედ, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ” და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მოთხოვნების შესაბამისად  მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან)  

 

ქონების საწყისი ფასი    ------------------           (------------------------------------) ლარი

                         (ციფრებით)                        (სიტყვიერად)

 

 

 

 

3. შემდგომში პრივატიზების მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის

 მიერ 20        წლის “-------”  “-----------------------”  მოწყობილ აუქციონზე მის მიერ

 

შემოთავაზებული ფასის  -----------------  (---------------------------------) ლარი

                         ციფრებით                  სიტყვიერად

საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში მყიდველი) და მას "სახელმწიფო ქონების შესახებ” და საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მოთხოვნების შესაბამისად ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან,

მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის თოაბაზე )  ------------------------------------ შემდგომში ქონება

4. მყიდველი ვალდებულია:

აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საპრივატიზებო თანხა) გადაიხადოს აუქციონის პირობებით

გათვალისწინებულ  ვადაში  ---------------------------

შემდეგ საბანკო ანგარიშზე №---------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშწორებისას.

6. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:

ა) ------------------------------------------------------------------------------------------------

ბ) ------------------------------------------------------------------------------------------------

გ) ------------------------------------------------------------------------------------------------

დ) -----------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

 

ე) ------------------------------------------------------------------------------------------------

ვ) ------------------------------------------------------------------------------------------------

ზ) -----------------------------------------------------------------------------------------------

თ) და ა.შ.

7. მყიდველს გაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.

8. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო წინამდებარე ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.

9. წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

10. წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.

ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ)  საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) მყიდველის მიერ წინამდებარე ოქმის სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%.

11. წინამდებარე ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (წინამდებარე ოქმის) გაუქმების საფუძვლად.

12.  მყიდველის მიერ საპრივატიზებო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

 13.   მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

 14. მყიდველი ვალდებულია წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებები, საკუთრების მოწმობის გაცემის შემდეგ აგრეთვე დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.

 15. წინამდებარე ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 16. წინამდებარე ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

  17. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას.

 18. წინამდებარე ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის:

     ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;

     ბ) იმ შემთხვევაში თუ მყიდველი იურიდიული პირია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

      გ) იმ შემთხვევაში თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

კომისიის თავმჯდომარე   /               /      /                             /                                  

                            ხელმოწერა                          სახელი გვარი

 

აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /                 /  /                               /

                                              ხელმოწერა               სახელი გვარი

                                                                  

   ბ. ა.

 

 იურიდიული სამსახურის უფროსი                      /ნ.ჭიჭინაძე                                                                                                               

 

 

 

 

ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსი                           /შ.  ქემოკლიძე

 


დანართი 3
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისია

აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

 ოქმი №


„-------”  “-------------------”                                                       ქ. მცხეთა                                                                      

                                                                             

 

1. წინამდებარე ოქმი გაიცა   ---------------------------------------------------------------------                                                                                             

 

   -----------------------------------------------------------------------------------------------------------

აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები. 

2. მასზედ, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ” და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მოთხოვნების შესაბამისად მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან)  

 

ქონების საწყისი ფასი    --------------------------    /-----------------------------------------------------------------/ლარი

                                                     (ციფრებით)                   (  სიტყვიერად)

3. შემდგომში პრივატიზების მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის მიერ 20   წლის “-------”  “-------------------------------”  მოწყობილ აუქციონზე მის მიერ 

შემოთავაზებული ფასის  ---------------------  /------------------------------------------------/ ლარი

                                                (ციფრებით)                  (სიტყვიერად)

   

საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში მყიდველი) და მას “სახელმწიფო ქონების შესახებ” და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მოთხოვნების შესაბამისად წინამდებარე ოქმით  ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 

 

 

 

 

 

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამის რეესტრიდან/მარეგისტრირებელი

ორგანოდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის თოაბაზე )  ------- შემდგომში ქონება

 

4. მყიდველი ვალდებულია:

 

აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საპრივატიზებო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან

---- კალენდარული დღის ვადაში  შემდეგ საბანკო ანგარიშზე №-------------------------------------

 

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშწორებისას.

6. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება. 

7. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის  ქონების საპრივატიზებო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი "ბე" არ დაუბრუნდება.

8. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების მოწმობა.

9. მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე  საკუთრების უფლება გადადის ქონების საპრივატიზებო საფასურის  სრულად გადახდის, საკუთრების მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.

10. წინამდებარე ოქმიდან  წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11. წინამდებარე ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად; ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

12. მყიდველი ადასტურებს, რომ  გაეცნო და  ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას.

13. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის:

ა)  ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით

გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) იმ შემთხვევაში თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 კომისიის    თავმჯდომარე    /                   /  /                        /

                                 ხელმოწერა               სახელი გვარი                                             

                                                              

                                                                                                                      

 

 

აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /                /    /                      /                                            

                                                                                              

                                             ხელმოწერა               სახელი გვარი

            

                                 

ბ. ა.

 

 

 

 

იურიდიული სამსახურის უფროსი                                        /ნ. ჭიჭინაძე                                                                                                               

 

 

 

 

ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსი                   /შ.  ქემოკლიძე