დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.35.153.016257 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №34 დადგენილების დანართ 2-ში და დანართის მესამე მუხლის შემდეგ დაემატოს 31 და 32 მუხლები: |
1.
„მუხლი 31. მთავარი სპეციალისტი გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულში
ა) არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ბ) გამგეობის დებულება; გ)„საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint; Internet Explorer);“ . |
2.
„მუხლი 32. წამყვანი სპეციალისტი გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულში
ა) არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ბ) გამგეობის დებულება; გ)„საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint; Internet Explorer);“. |
| მუხლი 2 |
შევიდეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №34 დადგენილების დანართ 2-ში და მუხლი 11 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
„მუხლი 11. გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
1. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) გამგეობის დებულება; დ) გამგეობის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის დებულება; ე) საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ ვ) საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“ ზ) საქართველოს კანონი „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ თ) საქართველოს კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ ი) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 2. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების სხვა თანამშრომლებისთვის ა) სასურველია უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) გამგეობის დებულება; დ) გამგეობის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის დებულება; ე) საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“; ი) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 3. რეზერვისტთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უფროსი ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) გამგეობის დებულება; დ) გამგეობის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის დებულება; ე) საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“; ი) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 4. რეზერვისტთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების სხვა თანამშრომლებისთვის ა) სასურველია უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) გამგეობის დებულება; დ) გამგეობის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის დებულება; ე) საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“; ი) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები