დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.171.016065 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1.
შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა დებულების დამტკიცების შესახებ’’ 2014 წლის 1 სექტემბრის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: (010260020.35.171.016008) და დადგენილების თანდართულ დებულებაში: |
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების სახელწოდება და დებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა, გენდერული, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულება. ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – ,,საკრებულო“) რეგლამენტის (დამტკიცებულია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №1 დადგენილებით) შესაბამისად, განსაზღვრავს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა, გენდერული, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.". 2. განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა, გენდერული, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1) განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა, გენდერული, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია (შემდგომ ,,კომისია") წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.". 3. განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა, გენდერული, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) განათლების, კულტურის, გენდერული, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამუშაო ჯგუფი; ,,ბ.) სოციალური უზრუნველყოფის, ჯანმრთელობისა და დასაქმების საკითხთა სამუშაო ჯგუფი;". 4. განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა, გენდერული, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5) განათლების, კულტურის, გენდერული, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის ,,ა" – ,,გ" და „ი“ პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს. ,,6) სოციალური უზრუნველყოფის, ჯანმრთელობისა და დასაქმების საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის ,,დ" – ,,თ" პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები