„ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2015
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 14/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016135
8
20/02/2015
ვებგვერდი, 25/02/2015
010340000.32.061.016135
„ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
„ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №8

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებით (გამოქვეყნების წყარო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 19/11/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016121) დამტკიცებულ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-7 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამოქალაქო ჩართულობისა და პროექტების მართვის სამმართველო;“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

სამოქალაქო ჩართულობისა და პროექტების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა;

ბ) სამოქალაქო საზოგადოების აქტივობის და ჩართულობის დონის გაზრდის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

გ) ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი პროექტების ინიციირება, მომზადება და მართვა (კოორდინაცია);

დ) ნდობის აღდგენისა და შერიგების კუთხით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დაგეგმვა, კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარება;

ე) ნდობის აღდგენისა და შერიგების კუთხით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ მომზადებული პროექტების ანალიზი, კოორდინაცია და განხორციელების ხელშეწყობა;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ შემოთავაზებული პროექტების ანალიზი მათი მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, მათი დაგეგმვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინტერესებიდან გამომდინარე და განხორციელების ხელშეწყობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში ცალკეული საკითხების შესწავლა და წინადადებების შემუშავება;

თ) გამყოფი ხაზით დაშორიშორებული მოსახლეობის ინტენსიური ურთიერთობების, თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის შესაბამისი წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება და მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა.“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                          ვ. ყოლბაია