„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2015
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 04/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016133
6
20/02/2015
ვებგვერდი, 25/02/2015
010340000.32.061.016133
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგნილება №6

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №30 დადგენილებით დამტკიცებულ (სსმ. ვებგვერდი 27.12.2013. სარ. კოდი №010340000.32.061.016062) დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დანართის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი:

3.1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);

ბ) იურიდიული ან/და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის მუშაობის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) სრულყოფილი ცოდნა;

დ) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის, „საკანონმდებლო მაცნეს“- სრულყოფილი ცოდნა).

ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, ვისაც გააჩნია საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამასთან („eDocument“) მუშაობის გამოცდილება.

3.2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;

ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

თ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ი) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

კ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

ლ) საქართველოს კანონი  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;

მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტი;

ო) „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

პ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;

ჟ) აფხაზეთის მთავრობის №11 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“.“

2. დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბიუროს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს:

4.1  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა)  უმაღლესი  განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის  არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ)  საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) სრულყოფილი ცოდნა;

დ) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, ვისაც გააჩნია საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამასთან („eDocument“) მუშაობის გამოცდილება;

ე) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის ცოდნას).

4.2 საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტი;

ვ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

ზ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;

თ) აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

კ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                       ვ. ყოლბაია