„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 194
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010040000.22.034.016422
194
17/03/2015
ვებგვერდი, 18/03/2015
010040000.22.034.016422
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ერთობლივი 
ბრძანება №194-№79

2015 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ III, №172, 31.12.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 81 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის (შემდგომში – საზღვარი) გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით საზღვრის გადაკვეთისას ფიზიკურ პირთა საპასპორტო კონტროლისა და ფოტოგადაღების, ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის წესებს, კონტროლის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საგადასახადო ორგანოების ფუნქცია-მოვალეობებს და მათ შორის თანამშრომლობის წესებს.“;

ბ) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31

1. ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთისას საპასპორტო კონტროლის განხორციელებისათვის უფლებამოსილი საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლების მიერ საპასპორტო კონტროლთან ერთად შეიძლება განხორციელდეს პირის ფოტოგადაღება შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში:

ა) არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირის  მიერ  ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა;

ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის  მიერ  ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა;

გ) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები;

დ) პირი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელთანაც საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა;

ე) პირის მგზავრობის დანიშნულების ქვეყანასთან (საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას) საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა;

ვ) პირის გამომგზავრების ქვეყანასთან (მათ შორის, სატრანზიტო) საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა.

2. საზღვრის გადაკვეთისას ფიზიკური პირის ფოტოგადაღება ხორციელდება საპასპორტო კონტროლის განხორციელების ადგილზე დამონტაჟებული ფოტო- ან ვიდეოტექნიკის გამოყენებით.

3. პირის ფოტოგადაღებისას გამოყენებულმა ტექნიკურმა საშუალებებმა და მათი გამოყენების მეთოდებმა არ უნდა შელახოს ადამიანის პატივი და ღირსება, არ უნდა დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანი არ უნდა მიაყენოს გარემოს.

4. საზღვრის გადაკვეთისას პირის ფოტოგადაღებამ ხელი არ უნდა შეუშალოს საპასპორტო და სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების განხორციელებას.

5. დაუშვებელია გადაღებული ფოტოსურათის შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური