„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016198
12
19/02/2015
ვებგვერდი, 24/02/2015
010250050.35.138.016198
„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2015 წლის 19 თებერვალი

ქ. ახალციხე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო -საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  საფინანსო -საბიუჯეტო,  ეკონომიკისა  და  ქონების  მართვის  საკითხთა  კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №7 დადგენილებაში (ვებგვერდი 21/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.138.016134)  და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.თ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.თ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებსა და დასკვნებს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (ისტორიულ-კულტურულ, გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების)  დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ, თვითმმართველი ერთეულის დასახლებებში ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ.".

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ი“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.ი) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებსა და დასკვნებს, მუნიციპალური საინჟინრო  ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო  სისტემების განვითარების   პროგრამათა  პროექტების დამტკიცების შესახებ.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე