„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №833 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016304
6
20/02/2015
ვებგვერდი, 20/02/2015
120340000.22.026.016304
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №833 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №6

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №833 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №833 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2009, №160, მუხ. 2024) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 71 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 71. ოფისის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.”.

2. ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 81 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 81. ოფისის უფროსის მოადგილე

1. ოფისის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, ახორციელებს მის ფუნქცია-მოვალეობებს;

2. საზღვარგარეთ წარგზავნილი თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების საქმიანობის ორგანიზებისა და ყოველდღიური კოორდინაციის ხელშეწყობა;

3. საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის მიღების, დამუშავების და დანიშნულებისამებრ დაგზავნის კოორდინაციის ხელშეწყობა;

4. ყოველდღიური ადმინისტრაციული, ფინანსური, ლოგისტიკური საკითხების კოორდინაციის ხელშეწყობა;

5. თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლის ხელშეწყობა;

6. ოფისზე დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულების ხელშეწყობა.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავდაცვის მინისტრიმინდია ჯანელიძე