დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.10.003.018450 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/06/2014, 010340000.10.003.018030) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (გარდა აღნიშნული სასამართლოების აპარატებისა), საქართველოს პროკურატურაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურში, საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სამხედრო სამსახურში, დიპლომატიურ სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - კონკურენციის სააგენტოში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბსა და სახმელეთო ჯარებში სტაჟირების გავლის საკითხებზე.“. 2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ პროგრამის მიზნებისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს უნივერსიტეტი, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს.“. 3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. საჯარო დაწესებულების მხრიდან, ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში მისაღები სტაჟიორების მიმართ დამატებითი მოთხოვნების დაწესება დაუშვებელია. 5. საჯარო დაწესებულებას უფლება აქვს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შეზღუდვის მიუხედავად, სტაჟირებისათვის განკუთვნილი ვაკანსიების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში მისაღები სტაჟიორების მიმართ დამატებით მოთხოვნად განსაზღვროს უცხო ენის ცოდნა, აღნიშნულის შესახებ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსათვის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ენის ცოდნის გარეშე შეუძლებელია სტაჟირების გავლა.“. 4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით. 6 თვეზე ნაკლები ვადით მიღებულ სტაჟიორს, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაუგრძელდეს სტაჟირების ვადა, რომელიც საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სტაჟირების გავლის საერთო წესი 1. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში - ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 2. ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე სტაჟიორობის კანდიდატის მიერ რეგისტრაციის დროს მიმართულებისა და დარგის/სპეციალობის შეუსაბამო ვაკანსიის არჩევის, ასევე, სტაჟირებისათვის განკუთვნილი ვაკანსიების სპეციფიკიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულების მიერ განსაზღვრული უცხო ენის არცოდნის შემთხვევაში, სტაჟიორობის კანდიდატი ვერ გაივლის სტაჟირებას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში. 3. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ პროგრამულად არჩეული სტაჟირების ვაკანსიის შეცვლა დაუშვებელია. 4. სტაჟიორობის კანდიდატების განცხადებების მიღება, მათი რეგისტრაციის (კურსდამთავრებულებისათვის) ან უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის) და პროფილის, ასევე, მათი აკადემიური მოსწრების (GPA-თ, მინიმუმ 3.0 - შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით, მინიმუმ (B) ძალიან კარგი - 81-90%) მიხედვით, განაწილება შესაბამის საჯარო დაწესებულებებში, ხდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთან, სტაჟიორობის კანდიდატებისთვის პროგრამული რეგისტრაციის ვადა არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები. 5. ბიურო, თითოეული ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 3 თვით ადრე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობებს საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს სტაჟირების გამოცხადების ვალდებულების შესახებ, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. 6. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, შესაბამისი ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე, მიაწოდოს ბიუროს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებაში არსებულ სტაჟიორთა კვოტის, მიმართულებისა და დარგის/სპეციალობის, ასევე, სტაჟირებისათვის განკუთვნილი ვაკანსიების სპეციფიკიდან გამომდინარე, უცხო ენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მიმართულებისა და დარგის/სპეციალობის თაობაზე, ინფორმაციას აწვდის ბიუროს, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში. 7. სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, სტაჟიორობის კანდიდატი ვალდებულია, გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია საჯარო დაწესებულებაში. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ბიუროს.“. 6. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) სტაჟირებისათვის განკუთვნილი სპეციფიკური ვაკანსიებიდან გამომდინარე საჯარო დაწესებულების მიერ განსაზღვრული უცხო ენის არცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები