„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.018448
63
19/02/2015
ვებგვერდი, 19/02/2015
010320000.10.003.018448
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №63

2015 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის:

1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) აპარატის უფროსი;“

2. მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები:

„პ) დეპარტამენტის უფროსის თანაშემწე;

ჟ) დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის თანაშემწე;

რ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანაშემწე.“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი