დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 15 სექტემბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120140000.22.026.016307 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 15 სექტემბრის №71 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 15/09/2014, 120140000.22.026.016293) დამტკიცებულ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. თუ ოფიცერმა დააგროვა ქულათა საერთო რაოდენობის სულ ცოტა 70% (35 ქულა 50 შესაძლებლიდან), მაშინ მინიმალური ზღვარი ითვლება გადალახულად, ხოლო გამოცდა - ჩაბარებულად. გამოცდის შედეგები ძალაშია 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.‘‘; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. ტესტირების ჩაუბარებლობის შემთხვევაში (მიღებულ ქულათა საერთო რაოდენობა 34 ან ნაკლები 50 შესაძლებლიდან, 70%-ზე ნაკლები), ან ჩაბარების მიუხედავად შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით/სხვადასხვა დადგენილი მიზეზით კადრის სამხედრო სამსახურში არჩარიცხვის შემთხვევაში, ოფიცერი ხელმეორედ აბარებს გამოცდას 6 (ექვსი) თვის შემდეგ.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები