დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახემწიფო რეგულირების სააგენტოს ბრძანება N02-179/ო | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-179/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 13/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-179/ო
2015 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის“ ფილიალს ( მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. №206) მიეცეს ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის“ დირექტორის ლ. კობიაშვილის განცხადება: №7595, 28.01.2015წ; ადგილზე დათვალიერების აქტი №11, 11.02.2015 წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები