„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20–104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3-11
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.016124
3-11
17/02/2015
ვებგვერდი, 25/02/2015
040030000.35.101.016124
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20–104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3-11

2015 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20–104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20–104 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 05/01/2015,  სარეგისტრაციო კოდი:  040030000.35.101.016113) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესდების (დებულების) მე–6 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურს ჰყავს ბუღალტერი (ბუღალტრები) და სამსახურის მატერიალურ და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი, რომლებიც ექვემდებარებიან სამსახურის უფროსის ერთ–ერთ მოადგილეს. ბუღალტერი (ბუღალტრები) და სამსახურის მატერიალურ და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი:

ა) ბუღალტერი (ბუღალტრები):

ა.ა) ორგანიზებას უწევს და წარმართავს სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას;

ა.ბ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს, ბალანსების და ანგარიშების მომზადებას, წარადგენს ანგარიშს თბილისის მთავრობაში;

ა.გ) შეიმუშავებს სამსახურის ბიუჯეტსა და ხარჯთანუსხის პროექტებს;

ა.დ) ორგანიზებას უწევს სამსახურში ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის ჩატარებას;

ა.ე) ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს;

ა.ვ) უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;

ა.ზ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს;

ბ) სამსახურის მატერიალურ და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი:

ბ.ა) უზრუნველყოფს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას;

ბ.ბ) ორგანიზებას უწევს ტენდერის გამოცხადებას, ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებასა და დადებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლს;

ბ.გ) ატარებს სამსახურში ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას;

ბ.დ) უზრუნველყოფს სამსახურზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;

ბ.ე) წარმართავს სამეურონეო საქმიანობას და უზრუნველყოფს სამსახურის მომარაგებას;

ბ.ვ) ახორციელებს სატელეფონო კომპანიებთან, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომწოდებლებთან დადებული ხელშეკურულებების შესრულების კონტროლს;

ბ.ზ) სამსახურში დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საწვავის ხარჯვის კონტროლს, აგრეთვე, სამსახურის სახსრების ხარჯვაზე შიდა აუდიტის ჩატარებას;

ბ.თ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე განსაზღვრავს შესყიდვის წესს;

ბ.ი) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი