დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3756 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 12/02/2015 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 12/02/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016310 |
შემოსავლების სამსახურის
ბრძანება №3756
2015 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის:
1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):
ა) მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქონლის შემოტანისას (გარდა ტრანზიტისა ან იმ შემთხვევისა, როდესაც პირი საბაჟო გამშვებ პუნქტშივე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას) აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმი თვალიერდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, შემთხვევითი შერჩევითობით. დათვალიერება ხორციელდება თამბაქოს ნაწარმის უდიდესი შეფუთვის საერთო რაოდენობის 2% ოდენობის შერჩევით. შერჩეული უდიდესი შეფუთვის საერთო რაოდენობიდან დათვალიერებას ექვემდებარება არანაკლებ 2% თამბაქოს ნაწარმის ყუთი, ხოლო თითოეული ყუთიდან – თამბაქოს ნაწარმის არანაკლებ 2% ოდენობის უმცირესი შეფუთვა. თამბაქოს ნაწარმის რაოდენობა განისაზღვრება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის 41-ე გრაფაში (საბაჟო გამშვებ პუნქტში დათვალიერებისას – ზოგადი დეკლარირებისთვის წარდგენილ დოკუმენტში) მითითებული დამატებითი ზომის ერთეულის შესაბამისად, ხოლო ასეთი სახის ზომის ერთეულის არარსებობისას – ძირითადი ზომის ერთეულის (კგ.) მიხედვით.“;
ბ) 21-ე მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქონლის საერთო წონის დადგენა შესაძლებელია ფაქტობრივი აწონვით ან/და საშუალო წონის დადგენით – შეკვრის (ყუთის, ტომრის და სხვ.) აწონვით ან/და გადათვლით ან გაზომვით (თხევადი ან ნაყარი ტვირთების შემთხვევაში).“;
ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აკრძალულია დადგენილი ნორმების დარღვევით არსებული ასაწონი/გასაზომი საშუალებების გამოყენება.“;
გ) 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე, როდესაც არსებობს საქონლის ნიშანდების აუცილებლობა მისი შემდგომი იდენტიფიკაციისათვის ან/და საჭიროა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა, ხორციელდება მათი ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ხოლო 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ.“;
დ) 30-ე მუხლის:
დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქონლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანისას (მათ შორის საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას) საბაჟო გამშვები პუნქტი ახორციელებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დამატებით სავალდებულო ნიშანდებას, იმ შემთხვევის გარდა, როცა სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) უზრუნველყოფს საქონლის ხელშეუხებლობას, ხოლო თუ დამატებითი ნიშანდების შედეგად შესაძლებელია არსებითად გაუარესდეს იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) ხარისხი ან მდგომარეობა, საბაჟო გამშვები პუნქტი ახორციელებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ხელახალ ნიშანდებას.“;
დ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ სხვა უფლებამოსილი ორგანოს ან უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი საქონლის დათვალიერება საბაჟო გამშვებ პუნქტში არ ხორციელდება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ან ხელახალი ნიშანდება არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას საქონლის ზოგადი დეკლარირების განმახორციელებელი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შევსებულ მოწმობაში ან დროებითი შენახვის განაცხადში ასახული მონაცემების ფაქტობრივ მონაცემებთან შეუსაბამობის აღმოჩენისას.“;
ე) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დეკლარანტის წარმომადგენლის მიერ, საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით, საბაჟო საწყობიდან ტრანზიტში გაცხადებული საქონლის გატანისას.“;
ვ) 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნიშანდებისათვის, პირის მოთხოვნით, იდენტიფიკაციის საშუალებების გაცემა ხორციელდება „განცხადება – მიღება-ჩაბარების აქტის“ (დანართი №IV–05) გაფორმებით, რომელიც მოწმდება პირის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. ამასთან, იდენტიფიკაციის საშუალებები გაიცემა პირზე ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელზე.“;
ზ) 36-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. გრაფა 29 „საბაჟო გამშვები პუნქტი” – გრაფაში აღინიშნება საბაჟო გამშვები პუნქტის კოდი და დასახელება, საიდანაც უნდა გავიდეს საქონელი საქართველოდან, კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი, 29-ე გრაფაში აღნიშნულის ნაცვლად, წარედგინა სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტს, პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი 29-ე გრაფაში დაფიქსირებულ მონაცემებს ცვლის იმ საბაჟო გამშვები პუნქტის კოდით და დასახელებით, რომლის გავლითაც საქონელი ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას.“;
თ) 57-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტში მცურავი საშუალების სასაზღვრო კონტროლის მიზნით, სხვა უფლებამოსილი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები (სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომლების გარდა) გემზე ადიან მხოლოდ საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის/მოადგილის გადაწყვეტილებით, სათანადო ინფორმაციის არსებობისას ან რისკების მართვის საფუძველზე.“.
2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2):
ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გიორგი თაბუაშვილი
შემოსავლების სამსახურის უფროსი
ნაწილი 5. გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი
კოდი | დასახელება |
000 | დამხმარე კოდი |
001 | ექსპორტი (იმპორტის გადასახადელებისგან გათავისუფლება) |
002 | რეექსპორტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
003 | ტრანზიტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
004 | საწყობი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
005 | საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
006 | საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
007 | საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება) |
008 | საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
009 | პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
010 | საქონლის დროებითი შემოტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
011 | საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
012 | ბავშვთა კვების პროდუქტების და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისათვის; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება) |
013 | საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და აქციზისაგან გათავისუფლება, დღგ-ისგან გათავისუფლება) |
014 | „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
015 | უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში ან საკუთრებაში (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება) |
016 | ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური ან საკოლექციო მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება) |
017 | საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს და ოქროს ზოდების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება) |
018 | შემოსავლების სამსახურის ან/და შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება) |
061 | შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად (დღგ-ისგან გათავისუფლება) |
019 | განძეულობის, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში (დღგ-ისგან გათავისუფლება) |
022 | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/და იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად მიწოდებისას (დღგ-ისგან გათავისუფლება) |
023 | საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება) |
024 | ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება) |
025 | ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურებისათვის) ბუნებრივი აირის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება) |
026 | ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
027 | საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული (დღგ-ისგან და აქციზისაგან გათავისუფლება) |
028 | „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი (აქციზისაგან გათავისუფლება) |
030 | გადასახადებისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად |
031 | საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან , დღგ-ისგან და აქციზისგან გათავისუფლება) |
034 | დღგ-ის გადახდა საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დროს |
051 | მხოლოდ იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
052 | მხოლოდ აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
053 | მხოლოდ დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
054 | იმპორტის გადასახადისა და აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
055 | იმპორტის გადასახადისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
056 | აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
057 | იმპორტის გადასახადის, აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
102 | იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად |
202 | სამედიცინო, საპროტეზო-ორთოპედიული ნაწარმი და სამედიცინო ტექნიკა |
208 | ბუნებრივი გაზი და ელექტროენერგია |
209 | დღგ-ისა და აქციზისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად |
313 | აქციზური და სხვა სპეციალური ქართული მარკების იმპორტი |
332 | საქონლის დროებითი შემოტანა, სხვა |
333 | საქონლის დაბრუნება |
540 | აქციზის გარანტია შიდა გადამუშავების დროს |
550 | ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი |
604 | იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება |
605 | ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი |
609 | წონის მიხედვით |
612 | სამკურნალო (ფარმაცევტული) ნედლეული და სუბსტანციები |
613 | ჩამოსასხმელი ღვინოები |
614 | სიგარეტი 30-ღერიანი კოლოფებით |
615 | თამბაქოს წარმოებისათვის ნედლეული |
651 | საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული საქონლის იმპორტი |
705 | ნამუშევარი ნავთობპროდუქტები – ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი |
625
| 2016 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება) |
470 | თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება) |
471 | „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“1994 წლის 15 აპრილის საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის აღნიშნული სახელმწიფოდან იმპორტი, მიუხედავად საქონლის გადაადგილების მარშრუტისა (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება) |
ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი
დოკუმენტის კოდი ASYCUDA-ში | დოკუმენტის დასახელება |
001 | საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა |
002 | ხელშეკრულება |
003 | შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) |
004 | სატრანსპორტო ზედნადები |
005 | კონოსამენტი |
006 | მანიფესტი |
007 | TIR-წიგნაკი |
008 | ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ |
009 | დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია |
010 | ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |
011 | ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
012 | ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
013 | შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
014 | რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა |
015 | „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა |
016 | სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
017 | უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა |
018 | საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა |
019 | ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
071 | ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა |
072 | ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |
073 | სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
074 | სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა |
075 | სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |
076 | უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა |
077 | უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა |
078 | შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა |
020 | სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა |
021 | არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა |
022 | საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა |
023 | დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული) |
025 | შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ |
026 | შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ |
027 | საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი |
028 | იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი |
030 | ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი |
031 | ვეტერინარული სერტიფიკატი |
032 | საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია |
034 | იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
035 | საწყობის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
036 | დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
037 | შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
039 | სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს |
040 | საქონლის სპეციფიკაცია |
041 | საბანკო გარანტია |
042 | ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი |
043 | სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე |
045 | საქონლის დროებითი შენახვის განაცხადი |
046 | სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა |
047 | იმპორტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი |
049 | შეფუთვის ფურცელი |
050 | ექსპერტიზის აქტი |
051 | საქონლის დათვალიერების აქტი |
052 | საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი) |
053 | ჯარიმის გადახდის დოკუმენტი |
054 | სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ |
055 | ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი |
056 | წერილი |
057 | განცხადება |
058 | ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი |
062 | ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
063 | გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
064 | ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
165 | რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
166 | თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
065 | ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია |
067 | საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 22 |
068 | საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 23 |
069 | გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია |
070 | დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი |
200 | ავტომანქანის სახელმწიფო N |
201 | რკინიგზის ვაგონი, N |
202 | თვითმფრინავი, რეისი N |
203 | გემი, რეისი N |
204 | კონტეინერი, N |
210 | წინმსწრები საბაჟო დეკლარაციის N: A- |
300 | ავტომანქანის მარკა |
330 | მედიკამენტის დასახელება |
333 | სიგარეტების დასახელება და რაოდენობა, კოლოფი |
340 | აქციზური მარკების ნომრები |
341 | საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი |
342 | საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს ბრძანება |
345 | აწონვის ქვითარი |
420 | საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) |
421 | დეკლარანტის (წარმომადგენლის), არასაგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) |
444 | დამატებითი ინფორმაცია საქონელზე |
445 | წინასწარი გადაწყვეტილება |
446 | სასაქონლო ზედნადები |
447 | სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მძღოლის სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი |
449 | ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის”დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით განსაზღვრული EX/II, EX/III, FL, OX და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვისას |
450 | ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადატურებელი ტესტირების ბარათი |
451 | ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სახის სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებისას − შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა ან ლიცენზიის/ნებართვის სათანადო წესით დამოწმებული ასლი |
452 | საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე − ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი |
დოკუმენტის კომენტარები