„საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2015
ძალაში შესვლის თარიღი 10/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016138
10
17/02/2015
ვებგვერდი, 23/02/2015
010250050.35.130.016138
„საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10 

2015 წლის 17 თებერვალი

ქ. საჩხერე

 

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის  №17 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 18/07/2014წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.130.016094 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,, 4. გამგეობის სამსახურებია:

 ა) ადმინისტრაციული სამსახური;

 ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

 გ) ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური;

 დ) ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახური;

 ე) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

 ვ) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური.

ზ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

 ი) აუდიტისა და შიდა კონტროლის სამსახური.“.

  2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის 2015 წლის 10 იანვრიდან.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე