დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.170.016093 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, ს/კ 010250020.35.170.016088, 30/01/2015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1 დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები: ,,მუხლი 7 კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა 3/4. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ პროექტს მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე არანაკლებ 2/3 წევრისა. მუხლი 8 კომისიის სხდომაზე დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. კომისიის გადაწყვეტილება აისახება ოქმში. კომისიის წევრის განსხვავებული აზრი ან/და შენიშვნა დაერთვება ოქმს. მუხლი 9 პროექტი, რომელიც არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი კომისიის მიერ განუხილველად იქნება დატოვებული.“. 2. დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი N2
საპროექტო წინადადება
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები