დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნაღდი ანგარიშსწორებისთვის კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის N1266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020100.22.033.016724 |
|
„ნაღდი ანგარიშსწორებისთვის კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის №1266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ნაღდი ანგარიშსწორებისთვის კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის №1266 ბრძანებაში (სსმ, №151, 28/12/2005, სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.007.966) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის, 184 მუხლის მე-6 ნაწილის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N341 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“. |
2.
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელებით, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაბრუნების ნაღდი ანგარიშსწორების და ხაზინის ერთიან ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანის ოპერაციებისთვის, საბანკო დაწესებულებებში გახსნან კორპორაციული მიმდინარე ანგარიში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
3.
22 პუნქტის შემდეგ დაემატოს 23 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„23. კორპორაციული მიმდინარე ანგარიშიდან, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ შესაძლებელია პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ ფორმით ანგარიშსწორების გარდა სხვა ალტერნატივა.“. |
4.
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კორპორაციული მიმდინარე ანგარიშიდან, ამ ბრძანებით განსაზღვრული მიზნების გარდა სხვა დანიშნულებით, ოპერაციების განხორციელება დაუშვებელია.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება
ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები