დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 166 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018604 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №166
2015 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2015 წლისათვის:
ა) ცენტრალური აპარატის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა განისაზღვროს 80 ერთეულით;
ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა განისაზღვროს 290 ერთეულით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები