დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016151 |
|
| მუხლი 1 |
1. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №34 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 08.10.2014. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016135) დამტკიცებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. გამგებლის თანაშემწე: ა) უმაღლესი განათლება; ბ) გამგეობის დებულება; გ) გამგეობის სამსახურის დებულებები; დ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.
3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:
„42. გამგებლის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში: ა) უმაღლესი განათლება; ბ) გამგეობის დებულება; გ) გამგეობის სამსახურის დებულებები; დ) ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.
4. ამოღებულ იქნეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლის მე–5 პუნქტი.
5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში (დასახლებაში) სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის საქმიანობის უზრუნველყოფის საკითხებში: ა) გამგეობის დებულება; ბ) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება; გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.
6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლის მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
7. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საინფორმაციო-ტექნოლოგიური მიმართულების თანამშრომლებისათვის: ა) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება; ბ) ოპერატიული სისტემების (Windows XP,7,8) ინსტალირება და კოფიგურირება პერსონალურ კომპიუტერ და ლეპტოპებზე; გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office-ის და ანტივირუსული პროგრამების ინსტალირება, გამართვა, გამოყენება; დ) უკაბელო (WI-FI) და კაბელური კომპიუტერული ქსელის მოწყობა Windows XP,7,8-ის ბაზაზე და მისი ადმინისტრირება. ე) პრინტერების სკანირების და კოპირების აპარატების მონტაჟი და ქსელში ჩასმა, გაზიარება; ვ) მწყობრიდან გამოსული კომპიუტერული ტექნიკის შემადგენელი ნაწილების დიაგნოსტირება, შეცვლა.
7. ამოღებულ იქნეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–2 მუხლის მე–8 პუნქტი.
8. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ა“–ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) უმაღლესი საფინანსო–ეკონომიკური განათლება;
9. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–3 მუხლის მე–3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ ქვეპუნქტი
ზ1) ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება.
10. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–3 მუხლის მე–4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) უმაღლესი საფინანსო–ეკონომიკური განათლება;
11. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–3 მუხლის მე–4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი
ე1) ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება.
12. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–5 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის რეგულირების მიმართულების თანამშრომლებისათვის: ა) სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურული მიმართულების თანამშრომლებისათვის არქიტექტორის უმაღლესი განათლება, ხოლო სამშენებლო საქმიანობის მიმართულების თანამშრომლებისათვის არქიტექტორის ან ინჟინერ–მშენებლის უმაღლესი განათლება. ბ) სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურული მიმართულების თანამშრომლებისათვის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურულ საკითხებში, ხოლო სამშენებლო საქმიანობის რეგულირების მიმართულების თანამშრომლებისათვის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურულ ან საინჟინრო–სამშენებლო საკითხებში. გ) გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულება; დ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანება; ვ) „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1–1/1254 ბრძანება; ზ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; თ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილება; ი) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
13. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ა“–ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;“
14. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–6 მუხლის მე–2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“–ქვეპუნქტი.
,,კ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობის ცოდნა.“
15. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე–7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ჯანდაცვის მიმართულების თანამშრომლებისათვის: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში; გ) გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება; დ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24–27-ე მუხლები; თ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 2. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური მიმართულების თანამშრომლებისათვის: ა) უმაღლესი განათლება; ბ) გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება; გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24–27-ე მუხლები; ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები