დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - „გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანებისათვის“ მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 172 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018600 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №172
2015 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - „გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანებისათვის“ მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეცეს თანხმობა, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – „გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანებას“(საიდენტიფიკაციო კოდი: 227768957) უსასყიდლოდ, უვადო სარგებლობაში, აუქციონის გარეშე გადასცეს 2 (ორი) ცალი ოფიცრის ატლასი, 2 (ორი) ცალი საქართველოს სამხედრო ატლასი, 2 (ორი) ცალი საქართველოს ადმინისტრაციული რუკა და 6 (ექვსი) ცალი ისტორიული რუკა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები