დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 49 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 17/02/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.016722 |
49
17/02/2015
ვებგვერდი, 18/02/2015
040030000.22.033.016722
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25.05.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016192) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინარსის მე-3 პუნქტი:
„3. სამსახური უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ლ“, „პ“, „ჟ“ და „ტ“, ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები