დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 186 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018584 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №186
2015 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს კორპორაცია ჰარისის რადიოსიხშირული კავშირგაბმულობის განყოფილებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სახით, შპს ,,მზესა“ და შპს ,,ჰარის სისტემას“ შორის ,,ტექნიკური დახმარების შესახებ TAA 0093-14“ და ,,ტექნიკური დახმარების შესახებ TAA 0094-14“ დასადები შეთანხმებების პროექტები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები