დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.173.016080 |
|
,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში (ვებგვერდი, 31/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.173.016063) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის: |
1.
პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. გეგმიური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება. ა) გეგმიური ოპერაციების თანაგადახდა მოხდება პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა. ბ) ურგენტული ოპერაციების თანაგადახდა მოხდება პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა; გ) არ განხორციელდება შემდეგი გეგმიური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება; გ.ა) ესთეტიკური ქირურგია ,კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა''. |
2.
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა დახმარება 1. მოსარგებლე: ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა (უფასო სასადილოში კვებაზე მყოფ ბენეფიციართა) ოჯახები სააღდგომოდ ერთჯერადად მიიღებენ ფულადი დახმარებას 50-50 ლარის ოდენობით, ბ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა (უფასო სასადილოში კვებაზე მყოფი ბენეფიციართა ოჯახები) ოჯახები ზამთრისათვის გათბობის უზრუნველსაყოფად ერთჯერადად მიიღებენ ფულადი დახმარებას ოჯახზე 100(ასი) ლარის ოდენობით. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ბენეფიციარის პირადი ანგარიშის ნომერი. 3.ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ კვებაზე მყოფ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.’’ |
3.
მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება 1. მოსარგებლე: ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებული პირთა ოჯახები საახალწლოდ ერთჯერადად მიიღებენ ფულად დახმარებას 50-50 ლარის ოდენობით. ბ) წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ბ.ა) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; ბ.ბ) ბენეფიციარის დევნილობის მოწმობის ასლი; ბ.გ) ბენეფიციარის პირადი ანგარიშის ნომერი. 2. ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ბენეფიციარის (დევნილის) პირად ანგარიშზე.’’ |
4.
მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13. დედის დღესთან დაკავშირებით ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დარეგისტრირებულ ოჯახთა ერთჯერადი საჩუქარი’’ 1. მოსარგებლე: სამ მარტს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მანდილოსნები (დედებს, რომლებსაც 3 მარტს შეეძინათ შვილები) ერთჯერადად მიიღებენ ფულად საჩუქარს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება (დედის) ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი; 1. ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.” |
5.
20-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. |
6.
21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 21. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ონკოლოგიურად დაავადებულთა დახმარება 1. მოსარგებლე: ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის (რომელსაც არ მოიცავს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები) ანაზღაურება ღირებულების 50%-ით, არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარისა წელიწადში. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ.№100/ა); ე) ანგარიშ-ფაქტურა; ვ) კალკულაცია; 3. ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების/აფთიაქის ანგარიშზე, სამედიცინო დაწესებულების/აფთიაქის მიერ გაცემული ცნობის (დავალიანების შესახებ) ან შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.” |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები