ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 21/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016161
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
16/02/2015
ვებგვერდი, 17/02/2015
010250050.35.137.016161
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/02/2015 - 17/02/2017)

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 9

2015 წლის 16 თებერვალი

დაბა ადიგენი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები  დანართი №1-ის  შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგნილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ლობჯანიძე



დანართი №1
ადიგენის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

     ა)  საქართველოს კონსტიტუცია;

     ბ)  ევროპული ქარტია  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;

     გ)  საქართველოს ორგანული კანონი  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

    დ)  საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“;

     ე)  საქართველოს კანონი  „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ .

2. ასევე მოეთხოვებათ:

     ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერითი კომინიკაციის უნარი;

     ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

     გ) უნარ-ჩვევები.

მუხლი 2
   ადიგენის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება, მენეჯერული უნარი, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური  სიტუაციების მართვა. სასურველია საჯარო ან კერძო სექტორში  საქმიანობის  გამოცდილება.
მუხლი 3
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის თანამდებობაზე, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში, მენეჯერული უნარი, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა. სასურველია საჯარო ან კერძო სექტორში  საქმიანობის  გამოცდილება.
მუხლი 4
ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საშუალო ან ტექნიკური განათლება  (სასურველია უმაღლესი განათლება),  კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა (სასურველია იმ ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებელი).
მუხლი 5
გამგეობისა და საკრებულოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ტექნიკური ან უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (სასურველია უმაღლესი განათლება), კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა.
მუხლი 6
გამგეობისა და საკრებულოს წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საშუალო ან ტექნიკური განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება), კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა.