„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 03/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.137.016160
8
16/02/2015
ვებგვერდი, 17/02/2015
280120000.35.137.016160
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №8

2015 წლის 16 თებერვალი

დაბა ადიგენი

 

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   მე-19 მუხლის  „ბ“  პუნქტის,  24-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის  და საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”  61-ე  მუხლის   საფუძველზე ადიგენის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მისახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები,  კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის (სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა)  პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

 ,,1. ბენეფიციარისთვის, რომელიც სამედიცინო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება საანგარიშო წლის პერიოდში განხორციელდება ერთჯერადად. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ზედა ზღვარი განისაზღვრება  მომსახურების მთლიანი საფასურის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 4000 (ოთხი ათასი) ლარისა.

 2. ბენეფიციარისთვის, რომელიც სამედიცინო მომსახურებისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების ნაწილობრივი დაფინანსებით ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება საანგარიშო წლის პერიოდში განხორციელდება ერთჯერადად. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ზედა ზღვარი განისაზღვრება  მომსახურების დარჩენილი (უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი) საფასურის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.”

 ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის (სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების გაცემის წესი)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

 ,,1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაციით დაუყოვნებლივ გადაეგზავნება განსახილველად მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ან მასზე უარის თქმის შესახებ.  დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დადგენილი ზღვრის ფარგლებში, კომისიის მიერვე განისაზღვრება ბენეფიციარისთვის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდნობა.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ლობჯანიძე