ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016128
12
13/02/2015
ვებგვერდი, 18/02/2015
010250050.35.124.016128
ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2015 წლის 13 თებერვალი

ქ. ბაღდათი

 

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 38-ე მუხლის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,

 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:


მუხლი 1
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე



დანართი N1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობის ორგანოთა  მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი

მუხლი 1
ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე (სახაზინო კოდი 300243173), საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
მუხლი 2
ბაღდათის მუნიციპალიტეტი მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ.
მუხლი 3
წლის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე გაიცემა ის საჯარო ინფორმაცია, რომლის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა არ აღემატება 2 ლარს.
მუხლი 4
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს:

ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი – ერთი გვერდი – 0.05 ლარს;

ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭვდა – ერთი გვერდი – 0.10 ლარს;

გ) კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – ერთი დისკი – 2.65 ლარს.