,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016308
10
24/02/2015
ვებგვერდი, 25/02/2015
280120000.22.026.016308
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №10

2015 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა,  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“, ,,სამხედრო პოლიციის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სპეციალური წოდების მქონე პირთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებისა და ,,სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა  და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:’’.

 

2. ბრძანების პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები (დანართი №8)’’.

 

3. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს ,,გ1’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,გ1) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები (დანართი №81).

 

4. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

,,131. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს (მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეებს), რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი, ეძლევათ ყოველთვიური  დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 4 შვილზე - 250 ლარი; 

ბ) 5 შვილზე - 300 ლარი;

გ) 6 შვილზე - 400 ლარი;

დ) 7 შვილზე - 500 ლარი;

ე) 8 შვილზე - 600 ლარი;

ვ) 9 და მეტ შვილზე - 700 ლარი.

შენიშვნა:

 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეებზე ყოველთვიური დანამატი გაიცემა შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტიდან.

2. ყოველთვიური დანამატი გაიცემა არასრულწლოვანი შვილების შემთხვევაში - 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ხოლო შრომისუუნარო/შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილების შემთხვევაში - ასაკის მიუხედავად.“.

 

5. №8 და №81 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

6.  №22 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. 2014 წლის პირველ სექტემბრამდე, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად წარგზავნილ პირებს, წარგზავნის მთელ პერიოდში, მაგრამ არა უგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა, მიეცეთ სამივლინებო თანხა ამ ბრძანების №8 დანართის შესაბამისად. 2014 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, აღნიშნულ პირებს მიეცეთ სამივლინებო თანხა ამ ბრძანების  №81 დანართის შესაბამისად.

2. 2014 წლის პირველი სექტემბრიდან, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად წარგზავნილ პირებს, წარგზავნის მთელ პერიოდში, მიეცეთ სამივლინებო თანხა ამ ბრძანების №81 დანართის შესაბამისად.“.                                                                        

მუხლი 3
1. ეს ბრძანება (გარდა პირველი მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა) ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან.


თავდაცვის მინისტრიმინდია ჯანელიძე




დანართი №8

 

სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები

 

შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი/სამოქალაქო პერსონალის

სტატუსის მქონე პირი

სამივლინებო თანხა

(აშშ დოლარი)

 

1

პოლკოვნიკი

1 770

2

ვიცე-პოლკოვნიკი

1 570

3

მაიორი

1 370

4

კაპიტანი

1 190

5

უფროსი ლეიტენანტი

1 090

6

ლეიტენანტი

1 070

7

მთავარი სერჟანტი

1 000

8

მასტერ სერჟანტი

950

9

უფროსი სერჟანტი

890

10

სერჟანტი

860

11

უმცროსი სერჟანტი

830

12

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი

800

13

პირველი კლასის რიგითი

770

14

რიგითი

150

15

სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი

1 200

 

შენიშვნა:

1. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დანიშნულია/მივლინებულია დროებით შტატზე, აღნიშნულ შტატზე ყოფნის პერიოდში სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ხარჯები აუნაზღაურდება ძირითადი საშტატო კატეგორიის შესაბამისად.

2. სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის მივლი­ნე­ბის ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად.

 

დანართი №81

 

სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები

 

სამხედრო წოდება/სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული

სამოქალაქო პირის და სპეციალური წოდების მქონე პირის

შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი/სამოქალაქო

პერსონალის სტატუსის მქონე  პირი

სამივლინებო თანხა (აშშ დოლარი)

 

1

პოლკოვნიკი

1 770

2

ვიცე-პოლკოვნიკი

1 570

3

მაიორი

1 370

4

კაპიტანი

1 190

5

უფროსი ლეიტენანტი

1 090

6

ლეიტენანტი

1 070

7

მთავარი სერჟანტი

1 000

8

მასტერ სერჟანტი

950

9

უფროსი სერჟანტი

890

10

სერჟანტი

860

11

უმცროსი სერჟანტი

830

12

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი

800

13

პირველი კლასის რიგითი

770

14

საკონტრაქტო სამსახურის რიგითი

750

15

სავალდებულო სამსახურის რიგითი

150

16

სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი

1 200

 

შენიშვნა:

სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის და სპეციალური წოდების მქონე პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად.

       

 

დანართი №22

 

სამხედრო მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი

დახმარების გაანგარიშების ნორმები

 

 (ლარებში)

 

წოდება

კოდი

დახმარების

გაანგარიშების

ნორმები

1

არმიის გენერალი

G-4

625

2

გენერალ-ლეიტენანტი, ადმირალი

G-3

580

3

გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი

G-2

560

4

ბრიგადის გენერალი, კონტრ-ადმირალი

G-1

505

5

პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი

O-6

445

6

ვიცე-პოლკოვნიკი,  II რანგის კაპიტანი

O-5

360

7

მაიორი, III რანგის კაპიტანი

O-4

305

8

კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი

O-3

260

9

უფროსი ლეიტენანტი

O-2

235

10

ლეიტენანტი

O-1

220

11

მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი

S-8

175

12

მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი

S-7

160

13

უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი

S-6

155

14

სერჟანტი, მიჩმანი

S-5

150

15

უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი

S-4

147

16

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო

კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი

S-3

145

17

I კლასის რიგითი,

I კლასის საზღვაო რიგითი

S-2

140

18

საკონტრაქტო სამსახურის რიგითი,

საკონტრაქტო სამსახურის საზღვაო რიგითი

S-1

135

 

შენიშვნა: დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება მიეცემა მის დათხოვნამდე არსებული სამხედრო წოდების მიხედვით ამ დანართით განსაზღვრული ნორმების საფუძველზე.