გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №3 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №3 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016255
8
13/02/2015
ვებგვერდი, 19/02/2015
010260010.35.148.016255
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №3 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2015 წლის 13 თებერვალი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №3 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს 3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 08/08/2014; 010260010.35.148.016217) „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12  მუხლის 1-ლი   პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების,  მატერიალურ - ტექნიკური, საკადრო საკითხთა და გამგეობის  საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, აგრეთვე მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადება განხორციელება“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12  მუხლის მე-2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის საბუღალტრო საქმის წარმოება, აგრეთვე გამგეობაში  მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი