დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №8 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.148.016258 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 08/08/2014; 010260010.35.148.016205) „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილება ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; ვ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, ექსპლუატაციის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას და მონიტორინგს; ზ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; თ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ი) წინადადებების, რეკომენდაციების შემუშავებას, კოორდინაციას და ზედამხედველობას გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; კ) წინადადებების, დასკვნების, რეკომენდაციების შემუშავებას და სამუშაოთა ორგანიზებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; ლ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე; მ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციას; ნ) მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ადგილობრივი მნიშვნელობის ჰიდრომელიორაციისა და სასმელი წყლის სისტემების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას, ამ მიზნით მიმართულებების განსაზღვრას, ღონისძიებების დაგეგმვას და მასზე ზედამხედველობას, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებაში უშუალო მონაწილეობას; ო) უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას, სისტემატიზაციას და დამუშავებას, მათ შორის ამ საკითხზე კორესპონდეციაზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას; პ) სამსახურის უფროსისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენას, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად აქტიურ თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ფუნქციების განხორციელებას“.
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები